Jump to content

გამოკითხვა: უოლ-სტრიტის პროგნოზით წლის ბოლოსთვის Bitcoin-ის ფასი 30 ათას აშშ დოლარს ქვემოთ იქნება


Recommended Posts

image.png 

CNBC-ის გამოკითხვის მონაწილეთა 44%, რომლებიც ინსტიტუციონალურ ინვესტიციებს ფლობენ, მიიჩნევს, რომ Bitcoin 2021 წელს დახურავს 30 ათას აშშ დოლარს ქვევით ნიშნულზე. 

გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ პირველი კრიპტოვალუტის კურსი წლის ბოლოსთვის 40 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. რესპონდენტთა ანალოგიურმა ნაწილმა 50 000 $ მიიჩნია მოსალოდნელად, მხოლოდ 6% პროგნოზირებს, რომ Bitcoin-ი წელიწადს 60 ათასი აშშ დოლარიანი კურსით დახურავს. 

CNBC-ის ყოველკვარტალური გამოკითხვა ბაზრების შესახებ აერთიანებს ინვესტიციების დირექტორებს, აქციების სტრატეგებსა და პორტფელების მმართველებს, ჯამში დაახლოებით 100 ადამიანს. 

შედეგების განხილვისას ტელეარხის წაყვანები დაეთანხმნენ წამყვანი კრიპტოვალუტის ფასის მოკლევადიან პროგნოზებს და აღნიშნეს, რომ წლის ბოლოს არსებული 30 ათასი აშშ დოლარიანი დონეც კი მოხსნის შიშს ბაზრის მონაწილეებში. 

პირველმა კრიპტოვალუტამ 2021 წელი დაიწყო 30 ათას აშშ დოლარს ოდნავ ქვემოთ კოტირებებით. მაქსიმალურ დონეს, 64 ათას აშშ დოლარზე მეტს, Bitcoin-ის კურსმა აპრილში მიაღწია. მაისში კურსი 40 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა. 

სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ი დაახლოებით 34 ათასი აშშ დოლარის დონეზე იყიდება. 

image.png 

BTC/USD-ის ოთხსაათიანი გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე. წყარო: TradingView. 

JPMorgan-ის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ ციფრული ოქროს ფასის 25 000 აშშ დოლარამდე შემცირებას. Guggenheim Partners-ის ინვესტიციის დირექტორი სკოტ მინერდი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი უფრო რადიკალურად შემცირდება - 15 ათას ან 10 ათას აშშ დოლარამდეც კი. 

Link to comment
Share on other sites

დიდი ხანია ბიტკოინის კურსს მარხავენ ისე, მანამდეც მიდიოდა ლაპარაკი რომ უეჭველი მალევე დაეცემაო მინიმუმ 20000$-მდე, მაქსიმუმ ჯერ რაზეც დაეცა იყო 28000$, ძირითადათ ინარჩუნებდა ყოველთვის 30000$+ ატმეტკას, ბოლო პერიოდში უფრო 35000$ ქვემოთ ვიდრე ზევით, მაგრამ მაინც, ისე სექტემბერში ელ სალვადორს ტენდერი აქვს გამოცხადებული ბიტკოინზე და მაგ ქვეყანას შეიძლება კიდე რამდენიმე ლათინურ ამერიკული ქვეყანა მიყვესო, იგივე პარგვაი,ვენეცუელა და სხვები, სადაც ლოკალურ ვალუტაზე სერიოზული ინფლიაციაა, ეგ კი კურსს დაცემის მაგივრათ პირიქით გაზრდის და შეიძლება რეზკათაც, ისე ბიტკოინის ფუტურსების დაშორტვებით კურსი შეიძლება სულ სხვა ატმეტკაზე იდგესო შორტ რანში, რეალურათ კი მაგაზე ზევით ან ქვევით უნდა ყოფილიყო, ანუ კურსზე ეგეც მოქმედებს თურმე, როგორც ჩინური კრიპტო და მაინინგ აგრძალვები, მაგია მთავარი მიზეზი 59000$-ან კურსის 28000$-მდე დაგდების მაისიდან რაც დაიწყო და გაგრძელდება მინიმუმ ივნისამდე ჯერ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.