Magdalena Posted July 7, 2021 Share Posted July 7, 2021 TSMC მუშაობს 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. რესურსი Nikkei აცხადებს, რომ Apple და Intel ამ ტექნოლოგიის პირველი მომხმარებლები იქნებიან. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია TSMC ამერიკული კომპანიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნახევრადგამტარი პროდუქტების წარმოება ამერიკაში გააფართოვოს, ვითარება მიზნისგან ჯერ კიდევ შორსაა. TSMC-ის 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დამყარებული პირველი კომერციული პროდუქტები მომდევნო წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს. მათთვის, ვინც არ იცის, ნანომეტრი - ეს არის სიგანე კრისტალზე არსებულ ტრანზისტორებს შორის. ლოგიკურად, ამ პროცესის ნაკლები მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ ჩიპი ტექნოლოგიურად უფრო მოწინავეა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც მცირეა რიცხვი, მით უფრო რთული და ძვირია წარმოება. ამჟამად არსებულ ყველაზე მოწინავე ჩიპებში გამოყენებულია TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. ამჟამად არსებულ 5-ნანომეტრიან ჩიპებთან შედარებით 3-ნანომეტრიანმა ჩიპებმა უნდა უზრუნველყონ 10-15%-ით მაღალი წარმადობა და 25-30%-ით უკეთესი ენერგოეფექტურობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ 3-ნანომეტრიან პროდუქტებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მათი დებიუტი სავარაუდოდ Apple iPad-ში შედგება. მომავალი წლის iPhone-ები კი წარმოდგენილი იქნება 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დამყარებული ჩიპებით. როგორც აღვნიშნეთ, Apple და Intel მჭიდროდ თანამშრომლობენ TSMC-თან, რათა პირველი 3-ნანომეტრიანი ჩიპები გამოუშვან. ამასთან, თუკი Apple გეგმავს მათ მობილურ მოწყობილობებში გამოყენებას, Intel დაამზადებს ჩიპებს ლეპტოპებისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების სერვერებისთვის. Intel-მა, მიკროსქემების უმსხვილესმა ამერიკულმა მწარმოებელმა, ბაზარზე ლიდერის პოზიციები დაკარგა. საინტერესოა ის, რომ Intel-ის კონკურენტი AMD მომდევნო წელს გადავა საკუთარი ლეპტოპების პროცესორებისთვის განკუთვნილ, TSMC-ის 5-ნანომეტრიან ჩიპებზე. თუმცა, თუკი AMD არ წარმოადგენს საფრთხეს Intel-ისთვის, NVIDIA-მ ნათლად განაცხადა, რომ გადავა სერვერული ჩიპების ბაზარზე, რათა Intel-ს ბაზრის წილი წაართვას, თუმცა სერვერული პროცესორისთვის განკუთვნილ მის პირველ მიკროსქემაში გამოყენებული იქნება TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. დაგეგმილია, რომ იგი ბაზარზე 2023 წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს. დასასრულისთვის, უნდა გვესმოდეს, რომ უახლესი ნანომეტრული ტექნოლოგიებისთვის ბრძოლა ჩიპების წარმოებისთვის - ეს არ არის მხოლოდ კომერციული საქმიანობა: გეოპოლიტიკასაც მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო 52 მლრდ აშშ დოლარის პაკეტი ნახევრადგამტარ წარმოებაში ინვესტირებისთვის. შეერთებულ შტატებს სურს დაიბრუნოს ლიდერობა მიკროსქემების წარმოებაში. სხვათა შორის, Intel-მა უკვე დაადასტურა, რომ მუშაობს TSMC-თან 2023 წლის პროდუქციის ხაზზე. მაგრამ რადგან მითითებული არ არის წარმოების რომელ ტექნოლოგიას იყენებენ, არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ოფიციალური დასტურია. https://bit.ly/3ynxux0 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.