Jump to content

Apple და Intel მჭიდროდ თანამშრომლობენ TSMC-სთან, რათა პირველი 3-ნანომეტრიანი ჩიპები გამოუშვან


Recommended Posts

image.jpeg 

TSMC მუშაობს 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. რესურსი Nikkei აცხადებს, რომ Apple და Intel ამ ტექნოლოგიის პირველი მომხმარებლები იქნებიან. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენა მნიშვნელოვანია TSMC ამერიკული კომპანიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნახევრადგამტარი პროდუქტების წარმოება ამერიკაში გააფართოვოს, ვითარება მიზნისგან ჯერ კიდევ შორსაა. TSMC-ის 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დამყარებული პირველი კომერციული პროდუქტები მომდევნო წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს. 

მათთვის, ვინც არ იცის, ნანომეტრი - ეს არის სიგანე კრისტალზე არსებულ ტრანზისტორებს შორის. ლოგიკურად, ამ პროცესის ნაკლები მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ ჩიპი ტექნოლოგიურად უფრო მოწინავეა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც მცირეა რიცხვი, მით უფრო რთული და ძვირია წარმოება. ამჟამად არსებულ ყველაზე მოწინავე ჩიპებში გამოყენებულია TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. 

image.jpeg 

ამჟამად არსებულ 5-ნანომეტრიან ჩიპებთან შედარებით 3-ნანომეტრიანმა ჩიპებმა უნდა უზრუნველყონ 10-15%-ით მაღალი წარმადობა და 25-30%-ით უკეთესი ენერგოეფექტურობა. 

მიუხედავა იმისა, რომ პირველ 3-ნანომეტრიან პროდუქტებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მათი დებიუტი სავარაუდოდ Apple iPad-ში შედგება. მომავალი წლის iPhone-ები კი წარმოდგენილი იქნება 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დამყარებული ჩიპებით. 

როგორც აღვნიშნეთ, Apple და Intel მჭიდროდ თანამშრომლობენ TSMC-თან, რათა პირველი 3-ნანომეტრიანი ჩიპები გამოუშვან. ამასთან, თუკი Apple გეგმავს მათ მობილურ მოწყობილობებშ გამოყენებას, Intel დაამზადებს ჩიპებს ლეპტოპებისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების სერვერებისთვის. Intel-მა, მიკროსქემების უმსხვილესმა ამერიკულმა მწარმოებელმა, ბაზარზე ლიდერის პოზიციები დაკარგა. 

საინტერესოა ის, რომ Intel-ის კონკურენტი AMD მომდევნო წელს გადავა საკუთარი ლეპტოპების პროცესორებისთვის განკუთვნილ, TSMC-ის 5-ნანომეტრიან ჩიპებზე. თუმცა, თუკი AMD არ წარმოადგენს საფრთხეს Intel-ისთვის, NVIDIA-მ ნათლად განაცხადა, რომ გადავა სერვეული ჩიპების ბაზარზე, რათა Intel-ს ბაზრის წილი წაართვას, თუმცა სერვერული პროცესორისთვის განკუთვნილ მის პირველ მიკროსქემაში გამოყენებული იქნება TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. დაგეგმილია, რომ იგი ბაზარზე 2023 წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს.  

დასასრულისთვის, უნდა გვესმოდეს, რომ უახლესი ნანომეტრული ტექნოლოგიებისთვის ბრძოლა ჩიპების წარმოებისთვის - ეს არ არის მხოლოდ კომერციული საქმიანობა: გეოპოლიტიკასაც მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო 52 მლრდ აშშ დოლარის პაკეტი ნახევრადგამტარ წარმოებაშ ინვესტირებისთვის. შეერთებულ შტატებს სურს დაიბრუნოს ლიდერობა მიკროსქემების წარმოებაში. 

სხვათა შორის, Intel-მა უკვე დაადასტურა, რომ მუშაობს TSMC-თან 2023 წლის პროდუქციის ხაზზე. მაგრამ რადგან მითითებული არ არის წარმოების რომელ ტექნოლოგიას იყენებენ, არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ოფიციალური დასტურია. 

Link to comment
Share on other sites

  • Magdalena changed the title to Apple და Intel მჭიდროდ თანამშრომლობენ TSMC-სთან, რათა პირველი 3-ნანომეტრიანი ჩიპები გამოუშვან

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.