Jump to content

ჰიბრიდული Ryzen Pro 5000G გაყიდვაში გამოჩნდა და წარმადობის პირველი შეფასებები მიიღო


Recommended Posts

ბიზნეს-სეგმენტზე ორიენტირებული, AMD Ryzen Pro 5000G სერიის ჰიბრიდული დესკტოპ პროცესორები Zen 3 ბირთვებითა და ინტეგრირებული Radeon Vega გრაფიკით საცალო ვაჭრობაში გამოვიდა. თავად AMD-ს არ უთქვამს, რომ ეს ჩიპები დამოუკიდებელი პროდუქტების სახით გაყიდებოდა, მაგრამ ამა ხელი არ შეუშლია Ryzen Pro 5000G-სთვის - OEM-არხებში ეპოვა მიმართულება და საბოლოოდ ჩინელი ენთუზიასტების ხელში მოხვედრილიყო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Chiphell 

AMD-მ მიმდინარე თვის დასაწყისში წარადგინა ჰიბრიდული პროცესორების სამი სერია - Ryzen 5000G, Ryzen Pro 5000G და Ryzen Pro 5000GE. ბოლო ორ მათგანს შორის განსხვავება ენერგომოხმარების დონეშია. G-სერიაში TDP-ის მაჩვენებელი 65 ვატია, GE მოდელები კი უფრო ენერგოეფექტურია, ფლობენ 35-ვატიან სითბურ პაკეტს და განკუთვნილნი არიან ულტრაკომპაქტურ პერსონალურ კომპიუტერებში გამოყენებისთვის. გარდა ამისა, Pro-ვერსიის ჩიპებს აქვთ დამატებითი ფუნქციები უსაფრთხოების კუხით, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნეს-სეგმენტის კომპიუტერებისთვის. 

image.jpeg 

მოკლედ, Ryzen Pro 5000G სერიაში შევიდა სამი მოდელი:  

1) რვაბირთვიანი Ryzen 7 Pro 5750G  3.8-4.6 გჰც სიხშირის დიაპაზონით, ამ ჩიპს აქვს 16 მბ მესამე დონის ქეშ-მეხშიერება და 2000 ჰც სიხშირეზე მოქმედი Vega 8 გრაფიკა;  

2) ექვსბირთვიანი Ryzen 5 Pro 5650G  3.9-4.4 გჰც სიხშირით, მასაც აქვს 16 მბ მე-3 დონის ქეში, 1900 მჰც-ზე მომუშავე Vega 7 გრაფიკა;  

3) ოთხბირთვიანი Ryzen 3 Pro 5350G – 4.0-4.2 გჰც სიხშირით, რომელსაც აქვს 8 მბ L3 ქეშ-მეხსიერება და 1700 მჰც სიხშირის მქონე გრაფიკა Vega 6. 

სამივე პროცესორის ადრეულმა ინჟინრულმა ნიმუშებმა უკვე გაიარეს წარმადობის სხვადასხვა ტესტი, თუმცა ინჟნრული ნიმუშები არ არის ფინალური სამომხმარებლო პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ჩადებული პოტენციალის ზუსტად ასახვა. ჩინურ პორტალ Chiphell-ის ერთ-ერთი მომხმარებლის ხელში მოხვდა სწორედ ის პროცესორები, რომლებიც ფაქტობრივად უკვე გაყიდვაშია. ენთუზიასტმა შეამოწმა მათი წარმადობა სისტემაში, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი მაკომპლექტებლებით: დედა დაფა ASRock X570 Taichi Razer Edition, 16 გბ DDR4-3600 ოპერატიული მეხსიერება, NVMe SSD  და მაღალი წარმადობის ჰაერით გაგრილების სისტემა. 

image.jpeg 

სინთეტიკურ ტესტ Cinebench R20-ში, რომლის დანიშნულებაა ერთნაკადიანი და მრავალნაკადიანი წარმადობის შემოწმება, ფლაგმანურმა Ryzen 7 Pro 5750G მოდელმა მოიპოვა 579 და 5475 ქულა, შესაბამისად. შედარებისთვის, ამავე ტესტში წინა თაობის Ryzen 7 Pro 4750G მოდელის შედეგები იყო 503 და 4797 ქულა. ამრიგად, ახალი ჩიპის სასარგებლოდ სხვაობა შეადგენს 15.1- და 14.1%-ს ერთნაკადიან და მრავალნაკადიან დატვირთვებში. 

image.jpeg 

image.jpeg 

სხვა ბენჩმარკებზეც მსგავსი სურათი დაფიქსირდა, მაგრამ როდესაც საქმე შეეხო ინტეგრირებული გრაფიკის ტესტირებას, ჩიპების თაობებს შორის სხვაობა არც ისე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მაგალიად, 3DMark Fire Strike ტესტში, Counter-Strike Source: Global Offensive-ში  Ryzen 7 Pro 5750G მოდელის გრაფიკამ დააგროვა 1950 ქულა და საშუალო მაჩვენებელი 191.72 კადრი წამში. Ryzen 7 Pro 4750G მოდელმა ამავე ტესტში დააფიქსირა 1923 ქულა და 184.41 კადრი წამში. 

  • Like 2
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.