Magdalena Posted July 5, 2021 Share Posted July 5, 2021 ბიზნეს-სეგმენტზე ორიენტირებული, AMD Ryzen Pro 5000G სერიის ჰიბრიდული დესკტოპ პროცესორები Zen 3 ბირთვებითა და ინტეგრირებული Radeon Vega გრაფიკით საცალო ვაჭრობაში გამოვიდა. თავად AMD-ს არ უთქვამს, რომ ეს ჩიპები დამოუკიდებელი პროდუქტების სახით გაყიდებოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია Ryzen Pro 5000G-სთვის - OEM-არხებში ეპოვა მიმართულება და საბოლოოდ ჩინელი ენთუზიასტების ხელში მოხვედრილიყო. ფოტოს წყარო: Chiphell AMD-მ მიმდინარე თვის დასაწყისში წარადგინა ჰიბრიდული პროცესორების სამი სერია - Ryzen 5000G, Ryzen Pro 5000G და Ryzen Pro 5000GE. ბოლო ორ მათგანს შორის განსხვავება ენერგომოხმარების დონეშია. G-სერიაში TDP-ის მაჩვენებელი 65 ვატია, GE მოდელები კი უფრო ენერგოეფექტურია, ფლობენ 35-ვატიან სითბურ პაკეტს და განკუთვნილნი არიან ულტრაკომპაქტურ პერსონალურ კომპიუტერებში გამოყენებისთვის. გარდა ამისა, Pro-ვერსიის ჩიპებს აქვთ დამატებითი ფუნქციები უსაფრთხოების კუთხით, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნეს-სეგმენტის კომპიუტერებისთვის. მოკლედ, Ryzen Pro 5000G სერიაში შევიდა სამი მოდელი: 1) რვაბირთვიანი Ryzen 7 Pro 5750G – 3.8-4.6 გჰც სიხშირის დიაპაზონით, ამ ჩიპს აქვს 16 მბ მესამე დონის ქეშ-მეხშიერება და 2000 ჰც სიხშირეზე მოქმედი Vega 8 გრაფიკა; 2) ექვსბირთვიანი Ryzen 5 Pro 5650G – 3.9-4.4 გჰც სიხშირით, მასაც აქვს 16 მბ მე-3 დონის ქეში, 1900 მჰც-ზე მომუშავე Vega 7 გრაფიკა; 3) ოთხბირთვიანი Ryzen 3 Pro 5350G – 4.0-4.2 გჰც სიხშირით, რომელსაც აქვს 8 მბ L3 ქეშ-მეხსიერება და 1700 მჰც სიხშირის მქონე გრაფიკა Vega 6. სამივე პროცესორის ადრეულმა ინჟინრულმა ნიმუშებმა უკვე გაიარეს წარმადობის სხვადასხვა ტესტი, თუმცა ინჟინრული ნიმუშები არ არის ფინალური სამომხმარებლო პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ჩადებული პოტენციალის ზუსტად ასახვა. ჩინურ პორტალ Chiphell-ის ერთ-ერთი მომხმარებლის ხელში მოხვდა სწორედ ის პროცესორები, რომლებიც ფაქტობრივად უკვე გაყიდვაშია. ენთუზიასტმა შეამოწმა მათი წარმადობა სისტემაში, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი მაკომპლექტებლებით: დედა დაფა ASRock X570 Taichi Razer Edition, 16 გბ DDR4-3600 ოპერატიული მეხსიერება, NVMe SSD და მაღალი წარმადობის ჰაერით გაგრილების სისტემა. სინთეტიკურ ტესტ Cinebench R20-ში, რომლის დანიშნულებაა ერთნაკადიანი და მრავალნაკადიანი წარმადობის შემოწმება, ფლაგმანურმა Ryzen 7 Pro 5750G მოდელმა მოიპოვა 579 და 5475 ქულა, შესაბამისად. შედარებისთვის, ამავე ტესტში წინა თაობის Ryzen 7 Pro 4750G მოდელის შედეგები იყო 503 და 4797 ქულა. ამრიგად, ახალი ჩიპის სასარგებლოდ სხვაობა შეადგენს 15.1- და 14.1%-ს ერთნაკადიან და მრავალნაკადიან დატვირთვებში. სხვა ბენჩმარკებზეც მსგავსი სურათი დაფიქსირდა, მაგრამ როდესაც საქმე შეეხო ინტეგრირებული გრაფიკის ტესტირებას, ჩიპების თაობებს შორის სხვაობა არც ისე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მაგალითად, 3DMark Fire Strike ტესტში, Counter-Strike Source: Global Offensive-ში Ryzen 7 Pro 5750G მოდელის გრაფიკამ დააგროვა 1950 ქულა და საშუალო მაჩვენებელი 191.72 კადრი წამში. Ryzen 7 Pro 4750G მოდელმა ამავე ტესტში დააფიქსირა 1923 ქულა და 184.41 კადრი წამში. https://bit.ly/3x4kA6J 2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.