Magdalena Posted July 1, 2021 Share Posted July 1, 2021 ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკმა Morgan Stanley-მ გახსნა საკუთარი პოზიცია Grayscale Bitcoin Trust-ში (GBTC). SEC-ის ვებ-გვერდის თანახმად, 30 აპრილის მდგომარეობით, Morgan Stanley Europe Opportunity Fund ფლობდა GBTC-ის 28289 აქციას, რომელთა ღირებულება 1.3 მილიონი აშშ დოლარია. მიმდინარე წლის მარტში CNBC-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ Morgan Stanley გეგმავდა მინიმუმ 2 მლნ აშშ დოლარის კაპიტალის მქონე აკრედიტებული ინვესტორებისთვის გაეხსნა წვდომა Bitcoin-ფონდებზე. ერთი თვის შემდეგ ამერიკულმა ბანკმა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისთვის გაგზავნილ განცხადებაში არ გამორიცხა პირველი კრიპტოვალუტის დერივატების დამატება საკუთარ 12 ფონდში. ივნისში New York Digital Investment Group-ისა და FS Investments-ის აქტივების მმართველებმა განცხადება შეიტანეს SEC-ში Morgan Stanley-ს მომხმარებლებისთვის განკუთვნილი Bitcoin-ფონდის რეგისტრაციის შესახებ. https://bit.ly/2T8EVt1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.