Jump to content

Bitcoin-ის ჰეშრეითი 2019 წლის ივლისის დონემდე დაეცა


Recommended Posts

image.jpeg 

პირველი კრიპტოვალუტის ჰეშრეითი ბოლო დღე-ღამეში 34%-ით - 57.47 EH/s-მდე შემცირდა. Coin Metrics-ის მონაცემებით მაჩვენებელი 60 EH/s-ს ქვევით არ ჩამოსულა 2019 წლის ივლისის შემდეგ - იმ დროიდან, როდესაც Bitcoin-ის ფასი 10 ათასი აშშ დოლარი იყო. 

image.png 

Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეითის დინამიკა. წყარო: Coin Metrics. 

ჰეშრეითის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს ჩინეთის რეპრესიული პოლიტიკით ციფრული ოქროს მიმართ, ასევე ადგილობრივი მაინერების მიგრაციით, რომლებიც ახდენენ გამომთვლელი სიმძლავრის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ. 

კრიპტოვალუტების მომპოვებელი კომპანი Foundry-ს ვიცე-პრეზიდენტმა კევინ ანმა განაცხადა, რომ ინდუსტრიული საწარმოების 70-მა პროცენტმა უკვე გამორთო აღჭურვილობა და ივნისის ბოლოსთვის მათი წილი 90%-ს მიაღწევს. მან ასევე აღნიშნა, რომ მაინერებს აქტიურად გააქვთ ASIC მოწყობილობები ჩინეთის საზღვრებს გარეთ. 

ეშრეითის შემცირების ფონზე BitInfoCharts-ის თანახმად Bitcoin-ის ქსელში ბლოკის გენერაციის დრო 24 წუთამდე გაიზარდა. 14 ივნისს წინა სირთულის კორექტირების შემდეგ ახალი ბლოკის პოვნის საშუალო დრო დაახლოებით 13.38 წუთია. თითქმის 50 ათასი ტრანაქცია ელოდება დადასტურებას მემპულში. 

image.jpeg 

წყარო: BitInfoCharts. 

 

ინდიკატორის დაცემის გამო ასევე მოსალოდნელია, რომ შემდეგი კორექტირებით Bitcoin-ის მოპოვების სირთულე შეიძლება 20%-ზე მეტით შემცირდეს - 15.3 T-მდე. გადაანგარიშება მოხდება მიმდინარე კვირაში. 

image.png 

წყარო: BTC.com. 

ფუნდამენტური მაჩვენებლების შემცირების მიუხედავად CoinGecko-ს თანახმად პირველი კრიპტოვალუტის ფასი დღე-ღამეში 4.1%-ით გაიზარდა. წერის დროს Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 34500 აშშ დოლარი იყო. 

image.png 

ბირჟა Binance-ის BTC/USDT გრაფიკი. წყარო: TradingView. 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის რეპრესიებმა ასევე იმოქმედა Ethereum-ის ქსელის მთლიან გამოთვლით სიმძლავრეზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მაინერების გათიშვის ფონზე კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ჰეშრეითი 20%-ით შემცირდა. 

Link to comment
Share on other sites

ეგ იმიტომ რომ ჩინეთის მაინერების 90% უკვე დახურეს, ეხლა ნაწილი შტატებში გადავაო ან რუსეთში სამაინინგოთ, არ ყოფილა ეგ კარგი ლონგ რანში, ანუ 90% მაინინგის ჩინეთში რომ იყო განთავსებული, აი ეგეთი აგრძალვა და ძალიან ცუდ დღეში ვარდება ბაზარი და ფასიც, კარგ დროს აგრძალეს ერთი სიტყვით, დივერსიფიკაცია მოხდება ეხლა და დაახლოებით თანაბრათ იქნება განაწილებული ჰეშრეიოტები მსოფლიო მაშტაბით, ანუ ჩინეთს 65% ჰეშრეიტი და ეგეთები აღარ ექნება ეხლა ახლოს იქნება რუსეთთან და შტატებთან საერთო ჰეშრეიტით, უბრალოთ ცოტა უფრო დიდი დროა საჭირო მაგისთვის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.