Jump to content

Lenovo-მ წარადგინა პლანშეტი Yoga Tab 13, რომლსაც შეუძლია იმუშაოს დამატებითი ეკრანის სახით


Recommended Posts

კომპანია Lenovo-მ დააანონსა პრემიალური დონის პლანშეტი Yoga Tab 13, რომლის გაყიდვა მომდევნო თვიდან დაიწყება. მოწყობილობა ფუნქციონირებს ოპერაციულ სისტემა Android 11-ის მართვის ქვეშ. 

image.jpeg 

გაჯეტში მოცემულია პროცესორი Qualcomm Snapdragon 870. ჩიპში გაერთიანებულია რვა Kryo 585 ბირთვი 3.2 გჰც-მდე სიხშირით და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 650. LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გბ-ს შეადგენს. 

პლანშეტი წარმოდგენილია 13-დუიმიანი დისპლეით, რომლის გაფართოებაა 2160 × 1350 პიქსელი, სიკაშკაშის მაჩვენებელი 400 კდ/2და ფლობს 100-პროცენტიან sRGB ფერთა გამას. მხარდაჭერილია ტექნოლოგია Dolby Vision. ხელმისაწვდომია HDMI ინტერფეისი, რაც გეიმერებს საშუალებას მისცემს გაჯეტი გამოიყენონ ლეპტოპის დამატებითი დისპლეის სახით. 

image.jpeg 

მოწყობილობას აქვს Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, 8-მეგაპიქსელიანი კამერა, 128/256 მოცულობის ფლეშ-მეხსიერება და JBL-ის აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით. 

image.jpeg 

გათვალისწინებულია მოძრავი სადგამი. მოწყობილობის ზომებია 293.35×203.98×6.2-24.9 მმ, წონა - 830 გრამი. ბატარეის მოცულობა შეადგენს 10000 მა/სთ-ს, ერთ დამუხტვაზე გაჯეტის ავტონომიური მუშაობის დრო ვიდეოკონტენტის ყურებისას 12 საათს აღწევს. 

ახალი პლანშეტის საორიენტაციო ფასი 680 აშშ დოლარიდან იწყება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.