Magdalena Posted June 17, 2021 Share Posted June 17, 2021 ბიზნეს-ანალიტიკის სფეროში სპეციალიზებული კომპანია MicroStrategy ფლობს მსოფლიოს ყველა კომპანიას შორის ყველაზე მეტი რაოდენობის Bitcoin-ს. ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ მან მიიღო თითქმის 500 მლნ აშშ დოლარი ობლიგაციების გაყიდვიდან, რათა ამ თანხის ინვესტირება კრიპტოვალუტაში განახორციელოს. ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ ინვესტორები კვლავ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი Bitcoin-ის მომავლის მიმართ კურსის ძლიერი შემცირების მიუხედავად. MicroStrategy-მ განაცხადა, რომ ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულმა წმინდა შემოსავალმა დაახლოებით 488 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მთელი ეს თანხა Bitcoin-ის შეძენისთვის იქნება გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ჯამში 1.5 მლრდ აშშ დოლარის შემოთავაზებები მიიღო. და ეს იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე თვეში Bitcoin-ის ფასი 31500 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც აპრილში არსებულ ფასზე ორჯერ ნაკლებია. თითქმის ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ MicroStrategy-ს აქციების ფასი თითქმის 15%-ით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან მოყოლებული მათი ღირებულება 40%-ით არის მომატებული. ამჟამად კომპანიის კუთვნილებაშია 92079 Bitcoin-ი ჯამური ღირებულებით - 3.8 მლრდ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ Bitcoin-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა ორშაბათს დილით მას შემდეგ, რაც კვირას Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla განაახლებს კრიპტოვალუტის მიღებას, როგორც კი მაინინგის ნახევარი შესრულდება მწვანე ენერგიის გამოყენებით. შეგახსენებთ, რომ Tesla-მ შეწყვიტა ინვესტიცია Bitcoin-ში გარემოზე მაინინგის მავნე ზიანის გამო, რის შედეგადაც კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად დაეცა. https://bit.ly/3zr6fTj Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.