Magdalena Posted June 14, 2021 Posted June 14, 2021 სამხრეთკორეულ ტექნოლოგიურ გიგანტ Samsung-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ წლის მეორე ნახევარში კომპანია გეგმავს ახალი სამომხმარებლო SSD-ების გამოშვებას მეშვიდე თაობის V-NAND მეხსიერების ჩიპების ბაზაზე. მათი აღსანიშნავი მახასიათებელია ბაზარზე ყველაზე მცირე ზომის უჯრედები. ცნობილია, რომ ახალი დისკები ოპტიმიზებული იქნება მრავალამოცანიან რეჟიმებსა და დიდ სამუშაო დატვირთვაზე, როგორებიცაა 3D-მოდელირება და ვიდეოს რედაქტირება. თანამედროვე რეალობაში, სავარაუდოდ, ახალი მოწყობილობები Chia-ს მაინერებსაც დააინტერესებს. სამომხმარებლო ბაზრის პარალელურად Samsung გეგმავს მეშვიდე თაობის V-NAND-ზე დაფუძნებული SSD-ების გამოშვებას სერვერულ სეგმენტშიც, მათ შორის წარადგენს მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილ მოდელებს. V-NAND - ეს არის Samsung-ის ფლეშ-მეხსიერების დიზაინი, რაც მოიაზრებს ვერტიკალურად განთავსებულ მეხსიერების უჯრედებს, რომლებიც სამგანზომილებიან სტრუქტურას ქმნიან. სხვა მწარმოებლები ანალოგიურ მოწყობილობებს 3D NAND-ს უწოდებენ. კომპანიამ პირველი ამგვარი კომერციული პროდუქტი 2013 წელს წარადგინა. მეშვიდე თაობის V-NAND-ში Samsung-ის ინჟინრებმა შეძლეს უჯრედების შემცირება დაახლოებით 35%-ით როგორც ზედაპირის ფართობის, ასევე სიმაღლის შემცირების ხარჯზე სამგანზომილებიანი მასშტაბირების ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ Samsung ერთადერთი კომპანიაა ინდუსტრიაში, რომელიც გრავირების ტექნოლოგიას ფლობს, შეუძლია ერთ კრისტალზე შექმნას ასზე მეტი ფენა და გააერთიანოს ისინი მილიარდობით დამაკავშირებლით. გარდა ამისა, კომპანიამ უკვე მიიღო მერვე თაობის მუშა V-NAND ჩიპი, რომელიც 200 ფენას შეიცავს. მასზე დაფუძნებული პროდუქტების წარდგენა იგეგმება საბაზრო სიტუაციისა და მომხმარებლის მოთხოვნის ანალიზის შემდეგ. კვლევითი კომპანია TrendForce-ის მონაცემებით Samsung არის მსოფლიოში NAND ფლეშ-მეხსიერების უმსხვილესი მწარმოებელი, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მისი საბაზრო წილი 33.5%-ს შეადგენდა. ამ ბიზნესმა კომპანიას მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში 4.97 მლრდ აშშ დოლარი მოუტანა, რაც 7%-ით აღემატება გასული კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს. https://bit.ly/3pDlgx8 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.