Magdalena Posted June 9, 2021 Posted June 9, 2021 კემბრიჯის გრაფენის ცენტრის მკვლევარებმა ექსეტერის უნივერსიტეტის გუნდთან თანამშრომლობის შედეგად წარადგინეს მყარ დისკებში გრაფენის წარმატებით გამოყენების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს ჩაწერის სიმჭიდროვის ათმაგ ზრდას. ჩაწერის სიმჭიდროვე მოითხოვს სივრცის შემცირებას ფირფიტასა და ჩამწერ თავს შორის, მაგრამ რადგანაც ამ სივრცის დიდ ნაწილს იკავებს ფირფიტის მექანიკური დაზიანებისა და კოროზიისგან დამცავი საფარი, მისი შემცირება ეწინააღმდეგება დაცვის მოთხოვნებს. შედეგად პრობლემატური ხდება თერმული მაგნიტური ჩაწერის ტექნოლოგიები (HAMR) ერთ კვადრატულ დუიმზე 1 ტბიტზე მეტი ინფორმაციის ჩაწერის შემთხვევაში, როდესაც დამცავი ფენის სისქე 2 ნანომეტრზე ნაკლები ხდება. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ გრაფენი არის არა მხოლოდ ძალიან თხელი, არამედ ფლობს დამცავი საფარის ყველა თვისებას, ორჯერ ამცირებს ხახუნს და 2.5-ჯერ - კოროზიის საფრთხეს თანამედროვე, ნახშირბადზე დამყარებულ დამცავ ფირფიტებთან შედარებით. პლატინისა და რკინის შენადნობზე გრაფენის საფარის დატანვის შემდეგ მოხდა HARM-ჩაწერის გამოცდა. მეცნიერებმა მიიღეს შედეგი, რომლის თანახმად ამგვარი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაცემთა უპრეცედენტო სიმჭიდროვეს 4-დან 10 ტბიტამდე კვადრატულ დუიმზე. https://bit.ly/3ggxMyg Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.