Magdalena Posted June 9, 2021 Share Posted June 9, 2021 მიმდინარე თვის ბოლოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution (FSR), რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საფუძველზე უზრუნველყოფს გამოსახულების გაფართოების ზრდას. ეს ტექნოლოგია მხარდაჭერილი იქნება არა მხოლოდ AMD-ის ვიდეო დაფებში, არამედ სხვა კომპანიის წარმოების გრაფიკულ ამაჩქარებლებში. ამჟამად ცნობილი გახდა Microsoft-ის გეგმების შესახებ, რომ FSR-ის მხარდაჭერა დაემატოს მის გეიმინგ კონსოლებს - Xbox Series X-სა და Xbox Series S-ში. ფოტო: HotHardware FSR ტექნოლოგია იყენებს „სივრცული მასშტაბირების მეთოდს“ გეიმინგ ძრავის ორიგინალი კადრებიდან „ულტრა მაღალი გაფართოების“ გამოსახულების მისაღებად. ტექნოლოგია ფუნქციონირებს NVIDIA Deep Learning Super Sampling-ის (DLSS) მსგავსად, მისი იდეა კი მდგომარეობს დაბალი გაფართოების გამოსახულების ვიზუალიზაციასა და შემდეგ მასშტაბირებაში უკეთესი წარმადობის მიღებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანი განსხვავებებია AMD-სა და NVIDIA-ს ტექნოლოგიებს შორის. FSR არ საჭიროებს სპეციალურ აპარატულ ბლოკებს და ღია კოდი აქვს, შედეგად ტექნოლოგია ხდება პოტენციურად ქმედითუნარიანი პრაქტიკულად ნებისმიერ გრაფიკულ პროცესორთან. პრეზენტაციის ფარგლებში FSR-დეველოპერებმა მოახდინეს ტექნოლოგიის GeForce GTX 1060 დაფაზე მუშაობის დემონსტრირება. რაც შეეხება Microsoft-ის გეიმინგ-კონსოლებს, დეველოპერებმა განაცხადეს, რომ მათში FSR-ის მხარდაჭერა გამოჩნდება მომავალში, მაგრამ უფრო მეტი დეტალი არ გახმაურებულა. – „მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია Xbox-ში გამოვიყენოთ AMD FidelityFX Super Resolution ტექნოლოგია, როგორც კიდევ ერთი მეთოდი კადრის განახლების სიხშირისა და გაფართოების გაზრდისთვის. მალე ხელთ გვექნება გასაზიარებელი რამ“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ამრიგად, FSR აფართოებს მოქმედების არეალს. ცოტა ხნის წინ AMD-მ განაცხადა, რომ ტექნოლოგიის მხარდაჭერა ექნება მოძველებულ Radeon RX 480 და Radeon RX 470 ვიდეო დაფებსაც, Radeon RX 6000, Radeon RX 5000 და სხვა სერიებთან ერთად. Intel-მა კი მინიშნება გააკეთა, რომ Xe-HPG გრაფიკულ პროცესორებსაც შესაძლოა ჰქონდეთ FSR-ის მხარდაჭერა, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. https://bit.ly/3x81ah3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Alexander Garsenishvili Posted June 16, 2021 Share Posted June 16, 2021 კონფერენციაზე რო არ უხსენებია კონსოლები? 22 ში მიიღებს კონსოლებიც? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.