Jump to content

აშშ-ის სენატი შეეცდება NASA აიძულოს, რომ კონტრაქტი Blue Origin-თან გააფორმოს მთვარის ხომალდის შესაქმნელად


Recommended Posts

გასულ თვეში NASA-მ კონტრაქტი გააფორმა SpaceX-თან მთვარეზე ხალხის გადასაყვანი ხომალდის შექმნის თაობაზე. ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანია Blue Origin-იც იყო ამ კონტრაქტის პრეტენდენტი და წაგების შემდეგ საჩივრით მიმართა აშშ-ის აუდიტის სამსახურ. ამჟამად აშშ-ის სენატმა შესაძლოა შექმნას ისეთი პირობები, რომელთა თანახმად NASA იძულებული გახდება ორ კონტრაქტორთან დადოს ხელშეკრულება. 

image.jpeg 

სენატი განიხილავს „უსასრულო საზღვრების შესახებ კანონს“, რომელიც მიზნად ისახავს დაფინანსების გაზრდას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში და ითვალისწინებს უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მეცნიერებისთვის 10 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას. თავდაპირველად ვაშინგტონის შტატის სენატორი Maria Cantwell გეგმავდა ამ კანონის ფარგლებში 10 მლრდ აშშ დოლარზე მეტის NASA-სთვის გადაცემას და ამ თანხის დიდ ნაწილ Blue Origin მიიღებდა. თუმცა სენატორმა Bernie Sanders-მა, რომელიც აგრეთვე ვაშინგტონის შტატს წარმოდგენს, კანონპროექტში შეიტანა შესწორებები 10 მლრდ აშშ დოლარის დახმარების მოხსნის შესახებ. მან განაცხადა, რომ აზრს ვერ ხედავს ამერიკის უმდიდრესი ადამიანის კომპანიის დაფინანსებაში. 

შეგახსენებთ, რომ Blue Origin-მა NASA-ს კონტრაქტი წააგო SpaceX-თან, რადგან მომსახურებისთვის ორჯერ მეტი თანხა მოითხოვა. Cantwell-ის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არ გააუქმებს SpaceX-თან კონტრაქტს, მაგრამ NASA-ს მისცემს უფლებას ან დაავალდებულებს კიდეც გააფორმოს ხელშეკრულება სხვა კომპანიასთანაც, რომელიც იქნება Blue Origin. სენატორი მიიჩნევს, რომ კოსმოსურმა სააგენტომ აუცილებლად უნდა დადოს კონტრაქტი ორ კომპანიასთან, რათა ჰქონდეს სარეზერვო ვარიანტი იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე მათგანი ვერ შეასრულებს შეანხმების პირობებს. ახლა რჩება პირობებზე მოლაპარაკება, სულ მცირე, ფინანსების განაწილების (ან არგანაწილების) შესახებ. 

კანონპროექტი სენატში განიხილება და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირაში გაიმართება საბოლოო კენჭისყრა, რის შემდეგ პროექტმა უნდა გაიაროს წარმომადგენელთა პალატის ხელში. საინტერესოა ის, რომ ლობირების ღია ინფორმაციის თანახმად Blue Origin-მა 625 ათასი აშშ დოლარი დახარჯა სენატში საკუთარი ინტერესების წინსვლისთვის მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მანძილზე. როგორც ჩანს, Amazon-ის დამფუძნებლის კომპანიას ძალიან უნდა NASA-ს კონტრაქტის მიღება. 

კითხვაზე, განიხილავს თუ არა სააგენტო Cantwell-ის შესწორებას, როგორც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საშუალებას, NASA-ს ოფიციალურმა თავმჯდომარე Monica Witt-მა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შემთხვევა არ არის სამავრობო კონტრაქტებისთვის SpaceX-სა და Blue Origin-ს შორის ბრძოლის  ერთადერთი ეპიზოდი. 2019 წლის მაისში SpaceX-მა საჩივარი შეიტანა აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში საჰაერო ძალების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომ იგი გამორიცხეს 2.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტიდან. მის ნაცვლად დაფინანსდნენ United Launch Alliance, Northrop Grumman და Blue Origin. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.