Jump to content

გამოჩნდა Intel Arctic Sound (Xe-HP) ამაჩქარებლების ფოტოები


Recommended Posts

Intel Xe-HP ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი გრაფიკული პროდუქტია. რაჯა კოდური დიდი ხანია აღიზიანებს საზოგადოების ცნობისმოყვარეობას Xe-HP გრაფიკული პროცესორები, მაგრამ ამ დრომდე არაფერია ცნობილი არც ამ პროდუქტების გამოშვების თარიღის, არც თავად არქიტექტურის და მახასიათებლების შესახებ. Igor’sLAB-ის წყალობით ამჯერად შესაძლებელი გახდა გავიგოთ გაცილებით მეტი რამ Arctic Sound თაობის გრაფიკული პროცესორების შესახებ. 

როგორც აღმოჩნდა, Intel Xe-HP არქიტექტურას იმაზე მეტი მოდული აქვს, ვიდრე ამ დრომდე ცხადდებოდა. Xe-LP-ისგან განსხვავებით, რომლის რეალიზება მოხდა Tiger Lake და DG1 გრაფიკულ პროცესორებში და რომელთაც 96-მდე EU აქვთ, Xe-HP-ს 512 EU გააჩნია. არსებობს ამაჩქარებლის მონიმუმ სამი ვარიანტი. 

Intel Arctic Sound 1T 

image.jpeg 

Intel Arctic Sound 1T მიეკუთვნება ერთელემენტიან კონფიგურაციას 512 EU-ით, თუმცა ამ მოდელში გრაფიკული პროცესორის ნაწილი გათიშულია და აქტიურია მხოლოდ 384 EU. თუკი ვივარაუდებთ, რომ Xe არქიტექტუა იმავე პრინციპს მისდევს, რასაც წინა თაობა, დასაშვებია ითქვას, რომ ამ მოდელს 3072 ბირთვი აქვს. ეს დაფა აღჭურვილი 16 გბ HBM2e მეხსიერებით. Igor’sLAB აცხადებს, რომ ამ მოდელს აქვს TDP 150 ვატი, რაც ამ დრომდე გამოცხადებულ 225 ვატზე ნაკლებია, მაგრამ ეს უკანასკნელი სავარაუდოდ მიეკუთვნება სრულფასოვანი 512 EU-ის მქონე ამაჩქარებელს. გარდა ამისა, Arctis Sound 1T-ს აქვს PCIe Gen4 ინტერფეისი. 

image.png 

Xe-HP მოდელს აქვს ორი კრისტალი და თითოეულს - 480 EU. ეს ნიშნავს, რომ დაფას მხოლოდ 7680 ბირთვი გააჩნია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის სრული 8192 ბირთვი. 2T მოდელს აქვს 32 გბ HBM2e მეხსიერება და TDP 300 ვატი. მასში გამოყენებულია ერთი 8-პინიანი EPS კონექტორი, რომელიც ფაქტობრივად სტანდარტი ხდება მონაცემთა ცენტრებისა და სამუშაო სადგურისთვის განკუთვნილი გრაფიკული ბარათებისთვის. 

image.jpeg 

რაც შეეხება მესამე, ოთხკრისტალიან ვარიანტს, როგორც ჩანს, მას გარკვეული საწარმოო პრობლემები აქვს. Igor'sLAB-ის მიერ გაზიარებული ინფორმაცია ემყარება Intel-ის შიდა სლაიდებს, რომლებიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. 

image.png 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.