Magdalena Posted May 17, 2021 Share Posted May 17, 2021 Intel Xe-HP ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი გრაფიკული პროდუქტია. რაჯა კოდური დიდი ხანია აღიზიანებს საზოგადოების ცნობისმოყვარეობას Xe-HP გრაფიკული პროცესორებით, მაგრამ ამ დრომდე არაფერია ცნობილი არც ამ პროდუქტების გამოშვების თარიღის, არც თავად არქიტექტურის და მახასიათებლების შესახებ. Igor’sLAB-ის წყალობით ამჯერად შესაძლებელი გახდა გავიგოთ გაცილებით მეტი რამ Arctic Sound თაობის გრაფიკული პროცესორების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, Intel Xe-HP არქიტექტურას იმაზე მეტი მოდული აქვს, ვიდრე ამ დრომდე ცხადდებოდა. Xe-LP-ისგან განსხვავებით, რომლის რეალიზება მოხდა Tiger Lake და DG1 გრაფიკულ პროცესორებში და რომელთაც 96-მდე EU აქვთ, Xe-HP-ს 512 EU გააჩნია. არსებობს ამაჩქარებლის მონიმუმ სამი ვარიანტი. Intel Arctic Sound 1T Intel Arctic Sound 1T მიეკუთვნება ერთელემენტიან კონფიგურაციას 512 EU-ით, თუმცა ამ მოდელში გრაფიკული პროცესორის ნაწილი გათიშულია და აქტიურია მხოლოდ 384 EU. თუკი ვივარაუდებთ, რომ Xe არქიტექტურა იმავე პრინციპს მისდევს, რასაც წინა თაობა, დასაშვებია ითქვას, რომ ამ მოდელს 3072 ბირთვი აქვს. ეს დაფა აღჭურვილი 16 გბ HBM2e მეხსიერებით. Igor’sLAB აცხადებს, რომ ამ მოდელს აქვს TDP 150 ვატი, რაც ამ დრომდე გამოცხადებულ 225 ვატზე ნაკლებია, მაგრამ ეს უკანასკნელი სავარაუდოდ მიეკუთვნება სრულფასოვანი 512 EU-ის მქონე ამაჩქარებელს. გარდა ამისა, Arctis Sound 1T-ს აქვს PCIe Gen4 ინტერფეისი. Xe-HP მოდელს აქვს ორი კრისტალი და თითოეულს - 480 EU. ეს ნიშნავს, რომ დაფას მხოლოდ 7680 ბირთვი გააჩნია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის სრული 8192 ბირთვი. 2T მოდელს აქვს 32 გბ HBM2e მეხსიერება და TDP 300 ვატი. მასში გამოყენებულია ერთი 8-პინიანი EPS კონექტორი, რომელიც ფაქტობრივად სტანდარტი ხდება მონაცემთა ცენტრებისა და სამუშაო სადგურისთვის განკუთვნილი გრაფიკული ბარათებისთვის. რაც შეეხება მესამე, ოთხკრისტალიან ვარიანტს, როგორც ჩანს, მას გარკვეული საწარმოო პრობლემები აქვს. Igor'sLAB-ის მიერ გაზიარებული ინფორმაცია ემყარება Intel-ის შიდა სლაიდებს, რომლებიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. https://bit.ly/3hldllK Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.