Magdalena Posted May 17, 2021 Posted May 17, 2021 როგორც კომპიუტერულ თამაშებზე სპეციალიზებული იაპონური ვებ-გვერდი Kotaku გვაცნობებს, ტოკიოში არსებულ Sankaku Complex-ში იხსნება სავარჯიშო დარბაზი კიბერსპორტსმენებისთვის. მისი მომხმარებლები კიბერსპორტსმენების გუნდებთან ერთად შეძლებენ პროფესიონალური ტრენინგების გავლას, რომლებიც ჩატარდება იაპონიის ყველაზე პოპულარული თამაშებით: Valorant, League of Legends, Rainbow Six Siege, Identity V და Puyo Puyo. „კიბერსპორტული სავარჯიშო დარბაზი“ Tokyo Metro-სა და Geshipi-ს ერთობლივი პროექტია. სამსაათიანი სლოტი ერთ-ერთ საუკეთესო კომპიუტერზე მომხმარებელს 13 აშშ დოლარი დაუჯდება. გარდა ამისა, დარბაზზე ყოველდღიური წვდომისთვის თვეში 25 $ არის გადასახდელი. პროფესიონალებთან წვრთნების გავლა კი დამატებით საათში 25 აშშ დოლარი ღირს. გეიმინგ-დარბაზის მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთი შესაძლებლობების გაუმჯობესება Crest Gaming-ის, JeSU-სა და Glory Be Esports-ის პროფესიონალი გეიმერების დახმარებით. კიბერსპორტული დარბაზით სარგებლობა შეუძლიათ არა მხოლოდ პროფესიონალებს და მოყვარულებს, არამედ ახალბედა მოთამაშეებს, რომლებიც არ იცნობენ თამაშის წესებს. დარბაზის სივრცე შეზღუდულია. იქ მხოლოდ 12 კომპიუტერია განთავსებული, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საუბარია უკიდურესად მაღალი დონის გეიმინგ-კომპიუტერებზე. კიბერსპორტული დარბაზის გახსნა დაგეგმილია 19 მაისს. თუ გამოცდილება წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლებელია მომავალში ტოკიოში ასეთი დარბაზების რიცხვი გაიზარდოს. https://bit.ly/3eCdNKO Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.