Magdalena Posted May 6, 2021 Share Posted May 6, 2021 მარტში ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ გააზიარა ინფორმაცია, რომლის თანახმად 2023 წელს შესაძლოა გაყიდვაში გამოვიდეს დასაკეცი iPhone 8-დუიმიანი ეკრანით. ამჟამად მან ინვესტორებს გაუგზავნა ჩანაწერი, რომლის თანახმად დასაკეცი iPhone-ების რაოდენობა ორი წლის შემდეგ 15-20 მილიონი ეგზემპლარი იქნება. ამგვარი სმარტფონის დიზაინისა და მახასიათებლების შესახებ ამ ეტაპზე ცნობილი არაფერია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დრეკადი OLED პანელების ექსკლუზიური მომწოდებელი კომპანია Samsung იქნება. ადრე ანალიტიკოსი აცხადებდა, რომ ეკრანის დიაგონალი 7.5-სა და 8 დუიმს შორის ვარირებდა, ამჯერად კი მან დაადასტურა საკუთარი პროგნოზი. კომპანია Samsung ლიდერია დრეკადი სმარტფონების გამოშვების მოცულობის მხრივ, თუმცა განვითარებული ეკოსისტემისა და აპლიკაციების წყალობით Apple-ს შეუძლია სამომავლოდ მოწინავე პოზიციის დაკავება. სავარაუდოდ, გასულ წელს კომპანია Foxconn-მა Apple-ისთვის უკვე შექმნა დრეკადი სმარტფონის ორი პროტოტიპი. ერთ-ერთი მათგანი გავდა Samsung Galaxy Z Fold-ს, მეორე - Galaxy Z Flip-ს. პირველ ვარიანტს აქვს 6.2-დუიმიანი ეკრანი, რომელიც იშლება და იზრდება 7.6-დუიმამდე. მეორე მათგანის ეკრანის ზომა გახსნილ მდგომარეობაში 6.7 დუიმია. არსებობს ალბათობა, რომ Apple აირჩევს Galaxy Z Flip-ის მსგავს დაკეცვის სისტემას. ჩანაწერში მოცემული იყო, რომ დრეკადი სმარტფონები ამჟამად გვევლინება, როგორც სმარტფონისა და პლანშეტის გამაერთიანებელი პროდუქტი. ანალიტიკოსის აზრით სამომავლოდ ამგვარი მოწყობილობები გახდება უფრო მრავალფეროვანი და შეძლებენ ლეპტოპების შევიწროებასაც კი. Apple-ს თავისი პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის მჭიდრო ინტეგრაციის წყალობით უპირატესობა ექნება მსგავსი მოწყობილობების სხვა მწარმოებლებთან შედარებით. https://bit.ly/3uguVLy Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.