Magdalena Posted May 6, 2021 Share Posted May 6, 2021 იაპონურმა კომპანია Sony-მ Discord-თან დადო პარტნიორული შეთანხმება, რომლის ფარგლებში მოხდება გეიმერებს შორის პოპულარული სერვისის ინტეგრირება PlayStation-ში 2022 წლის დასაწყისისთვის. ამ სიახლის შესახებ ცნობები გამოჩნდა Sony-ს ოფიციალურ ბლოგში. „ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ მეთოდებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს გეიმერებს საშუალებას მისცემს იკონტაქტონ ერთმანეთთან, დაამყარონ ახალი მეგობრული ურთიერთობები და შექმნან ქომიუნითი, აგრეთვე ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები და მოგონებები. ამ საქმიანობის ფარგლებში ჩვენ მოხარულნი ვართ Discord-თან თანამშრომლობით, რომელსაც ყოველთვიურად მსოფლიოში 140 მილიონი ადამიანი იყენებს“ - ნათქვამია Sony-ს შეტყობინებაში. ასევე ითქვა, რომ Sony-მ მცირე ინვესტიცია ჩადო Discord-ში, თუმცა თანხის რაოდენობა არ ხმაურდება. არსებული ცნობებით დეველოპერებმა უკვე დაიწყეს საკომუნიკაციო სერვისის ინტეგრირება PlayStation-ში, შედეგის შეფასებას მომხმარებლები მომდევნო წელს შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ სერვისი Discord აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება Sony-ს საფირმო მობილურ აპლიკაციაში. „ჩვენი მიზანია, რომ მომდევნო წელს გაერთიანდეს Discord-ისა და PlayStation-ის შესაძლებლობები კონსოლებსა და მობილურ მოწყობილობებზე, რათა მომხმარებლებმა შეძლონ დრო გაატარონ კომფორტულად, გაერთონ, იკონტაქტონ და ითამაშონ ერთად“ - აცხადებს Sony. https://bit.ly/3vG0oa4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.