Jump to content

NVIDIA 31 მაისს წარადგენს GeForce RTX 3080 Ti და RTX 3070 Ti ვიდეო დაფებს. მათი გაყიდვა ივნისში დაიწყება


Recommended Posts

კომპანია NVIDIA გეგმავს მიმდინარე თვის ბოლოს დააანონსოს GeForce RTX 3080 Ti და GeForce RTX 3070 Ti გრაფიკული ამაჩქარებლები. უახლესი მონაცემებით, NVIDIA 2 ივნისს მოხსნის აკრძალვას GeForce RTX 3080 Ti-ზე მიმოხილვების გამოქვეყნების შესახებ. GeForce RTX 3070 Ti-ს მიმოხილვები დაიწყება 9 ივნისს. 

image.jpeg 

ახალი დაფების გაყიდვის დაწყების თარიღის შესახებ ჯერ არაფერი ცხადდება, მაგრამ, როგორც წესი, ვიდეო დაფები საცალ ვაჭრობაში გადის მიმოხილვების გამოქვეყნების აკრძალვის მოხსნის დღეს, ან მის მეორე დღეს. დაგეგმილი ანონსის შესახებ ცნობები გააზიარეს რესურსებმა VideoCardz და Overclocking.com გრაფიკული პროცესორების მწარმოებელთა პარტნიორების ინფორმაციზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ასევე მითითებულია, რომ NVIDIA-მ დაიწყო GA10X-XX2 სერიის GPU-ზე დაფუძნებული Ampere ვიდეო დაფების მიწოდება. ამ ჩიპების განსაკუთრებული მახასიათებელია მაინინგის ინტეგრირებული შემზღუდველი. ცნობილია, რომ ახალი დაფები ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს კვირაში. მითითებულია, რომ NVIDIA აპირებს ორი უახლოესი თვის განმავლობაში განაახლოს GeForce RTX 30-სერიის ყველა ვიდეო დაფა ახალი GPU-ით, რომელთა შემადგენლობაში მოცემული იქნება მაინინგის აპარატული შემზღუდველი. GeForce RTX 3080 Ti და GeForce RTX 3070 Ti მოდელები წარმოდგენილი იქნება პირდაპირ ამ სისტემით. ამ ვიდეო დაფებმა თავიდანვე მიიღეს ახალი პროცესორები - GA102-225 და GA104-400, შესაბამისად. 

GeForce RTX 3080 Ti დაფის საფუძვლად გამოყენებულია GPU - 10240 CUDA ბირთვით (სტანდარტულ GeForce RTX 3080 მოდელში მათი რიცხვი 8704-ია). ვიდეო დაფა აღჭურვილია 12 გბ GDDR6X ვიდეომეხსიერებით, რაც მხოლოდ 2 გბ-ით არის მეტი სტანდარტულ GeForce RTX 3080-თან შედარებით. თუმცა უფრო ფართო, 384-ბიტიანი  სალტის წყალობით ახალი დაფის მეხსიერების სიჩქარე გაზრდილია 152 გმ/წმ-ით და შეადგენს 912 გბ/წმ-ს. 

GeForce RTX 3070 Ti დაფის შემადგენლობაში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი 6144 CUDA ბირთვით (სტანდარტულ მოდელში 5888 CUDA ბირთვია). ვიდეო დაფას აქვს 8 გბ GDDR6X მეხსიერება. მოცულობა იგივეა, რაც სტანდარტული GeForce RTX 3070-ს შემთხვევაში, თუმცა ახალ დაფაში უფრო ჩქარი, GDDR6X სტანდარტის მეხსიერებაა წარმოდგენილი და მისი წყალობით სიქარე 608 გბ/წმ-ს შეადგენს. 

Link to comment
Share on other sites

20gb უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მერე 3090 აზრს კარგავდა

 

2კ-ზე ჩემთან ზოგი თამაში 12გბ-ზე მეტსაც მოიხმარს

 

Link to comment
Share on other sites

წერენ რომ ეგ დამატებითი VRAM არაფერს მოუმატებდაო მაგ კარტებში, ეგ 24გბ სრული სიაფანდობაა, აზრს ისედაც კარგავს როცა 3080 თითქმის იგივე ფპს ანვითარებს 2K და 4K ზოგ თამასში მაინც არ ყოფნის ბოლომდე 3090-იც კი, 12გბ სრულებით საკმარისია მაგ კარტისთვის, თუ გაუჭირდა სხვა რაღაცის გამო და არა იმიტომ რომ VRAM გათავდა, 12გბ რაც აქვს ეგეც სიაფანდზეა დამატებული, ჩისტა წყლის მარკეტინგია, არაა ეგ კარტები 12გბ დონის და მაგიტომ მარტო VRAM არაა საკმარისი სიმძლავრეც თუ არ ექნება მოშნი ვერ დაეხმარება მარტო VRAM,8-10გბ ასე თუ ისე ნორმალურია 32გბ რამთან ეხლა 2K კი, დანარჩენს კარტის გამტარობა უფრო წყვიტავს ვიდრე 20 და მეტი თრიდი თამასში, თუ პარარელურათ რაღაცას არ აკეთებ კიდე ან სტრიმინგი არ გაქვს მძიმე გაშვებული, 3080Ti მაინც ვერ გადაუსწრებს 6900XT მაგრამ საკმაოთ ახლოს მივა ორჯერ ძლიერი რეი ტრეისინგის ბირთვებით + რაღაც ფიშკებიც აქვს მაგ კარტაზე, თუმცა ზოგს ჭირდება ეგენი ზოგს არა, 6800-6800XT-6900XT ვითომ ყველას 16გბ უყენია მაგრამ სიმძლავრეები სხვადასხვა აქვს, 6800 თუ ეხმარება ეგ 16 მარტო ცოტათი 3070 დასამარცხებლათ, ეგეც იმიტომ რომ ეგ კარტა ისედაც უფრო მძლავრი იყო მაგაზე, მაგას თუ დაეწია სადმე უფრო 3070Ti იქნება ალბათ, თუმცა მაგასაც ორჯერ ნაკლები VRAM ექნება, მაგრამ უფრო სწრაფი GDDR6X (14.5gbps vs 19gbps დაახლოებით სხცვაობა) 3080Ti კი 6800XT მძლავრი იქნება მაგრამ 6900XT ცოტა უფრო სუსტი მთლიან ჯამში, პრინციპში 6800XT 3080 საკმაოთ კარგათ უდგება ბევრგან თუ არ ჯობია 10გბ VRAM-ით, ანუ მანდ თამაშის მიხედვით VRAM გამტარობა-VRAM აბიომი-კარტის სიმძლავრეები წყვიტავს და მაგიტომაა უფრო დიდი რასბროსი ამდ და ნვიდიას კარტებს შორის მაგ ბოლო სერიაში, ზოგ დვიჟოკზე კარგათ უხდება დამატებითი VRAM გამტარობა, ზოგზე თითქმის არა აქვს რეაქვია და მანდ ამდ უფრო კარგათ გრძნობს უკვე თავს, ანუ GDDR6 და GDDR6X შორის არის სხვაობა პერფორმანსში მაინც, მეორე მხრივ შეიძლება ნამეტარი მოუჭირეს ზოგ რაღაცას მაგ ბოლო სერიაში, ეტყობა ეგ იგრებში თუ არა სხვადასხვა სახის ბენჩმარკებში და რენდერშიც ამდ ჯობია, ზატო მაინინგში ნვიდია ჯაბნის მაგ GDDR6X გამო, ნეტა თერმობალიშების და VRAM გადახურება უფრო მაინინგში ჭირდება თუ გეიმინგშიც კარგ რეზულტატს დებს, მაინინგში ტემპები 85 გრადუსამდე ეცემა GDDR6X კარტებზე კარგი თერმობალიშების დაყენების შემდეგ და ჰეშრეიტი ცდება 100მჰ/სეკ უკვე და 3090 120 ანვითარებს, იდეაში ეგ 3080Ti მაგასთან უნდა იყოს უფრო ახლოს ეთერეუმის ჰეშრეიტით, ჯერ არ ჩანს ზუსტათ დაადეს მართლა შეზღუდვა თუ არა მაგ ახალზე, თუმცა მაგას მემგონი ადრე თუ გვიან მაინც მოხსნიან, 85 გრადუსს ეგ VRAM ტემპერატურას ვგულისხმობ, თორე ჩიპზე 60-65 გრადუსზე ზევით არ ადის ტემპერატურა მაინინგში, ზოგზე მაგდენიც არაა, ისე 3090 კი 6900XT სამჯერ მაღალი ბაზრის წილი ქონია დღემდე მაგ დეფიციტის გამო კარტებზე

Link to comment
Share on other sites

მე შეიძლება ეგ კარტები ავიღო ვნახოთ, მაგრამ ადამიანურ ფასში თუ გაყიდიან და არა ორმაგ-სამმაგ ფასში როგორც ეხლა ჯდება საშვალოთ, თუმცა რას გაიგებ თუ დეფიციტის პრობლემა ვერ მოაგვარეს ეგეთი მაღალი ფასები შეიძლება კიდე კარგა ხანს დარჩეს კარტებზე, 650$ კარგი ფასი იქნებოდა და 3070 უნდა აჯობოს მაგ კარტამ, მაგრამ 1200$ იაფათ მეეჭვება გაეძროს ჯერ

Link to comment
Share on other sites

6 hours ago, George said:

აზრს ისედაც კარგავს როცა 3080 თითქმის იგივე ფპს ანვითარებს 2K და 4K ზოგ თამასში

არა ჯორჯ, საუბარია აქ უფრო პროდაქტივ სტაფზე და არა გეიმინგი

Link to comment
Share on other sites

ხო ეგენი ჩისტა გეიმინგური კარტებია, მაგაზეა ორიენტირებული უფრო, თუმცა მაინინგშიც ხოშიან ხოდზეა და ჯობია ამდ ანალოგებს, თუმცა მაგ აბიომებში მძაფრი დეფიციტშია რაშიც ეხლა უშვებენ, თუ არ გაზრდიან აბიომებს ეგ დეფიციტი არა მგონია შემცირდეს, სულ ეგრე დარჩება არ გამოვრიცხავ დაჟე შემდეგი სერია გამოვიდეს და ისევ დეფიციტი იყოს კარტებზე, ეხება ამდ-აც რახან იქ აბიომები გაცილებით მცირე ყოფილა ამ ეტაპზე, არა აქვს მნიშვენლობა უკვე ახალი ბევრათ ძლიერი იქნება მაგ 6900XT თუ არა, თუ ძველიც კი ვერ იყიდე ადამიანურ ფასში, ბევრისთვის ეგ 200-300% სხვაობა ფასებში მიუღებელია ან საერთოდ მიუწვდომელიც, ბევრი მაინერი ვიცი ძველ კარტებზეა ჯერაც და ახალს არ იღებს, ყველა ვერ რისკავს კარტებში სამჯერ მეტის მიცემას და მაგიტომ, გეიმერები კიდე უფრო ცუდ დღეში არიან, რახან ბევრი ისედაც ბოლო კაპიკს ახარჯავდა მაგ კარტებში, მაგრამ ეგ კარტები სხვა რაღაცეებშიც ვარგიან, შეიძლება მართლა ჯობია ამდ ნვიდიას მანდ, რენდერი და გრაფიკული სამუშაოები სადაც GPU ძალაა საჭირო, მოკლეთ ბევრს ჭირდება ეგეთი სიმძლავრის კარტები და მაინინგით და გეიმინგით არ შემოიფარგლება მაგ კარტებზე სპროსი, ეგ კიდე უფრო ზრდის დეფიციტს, ვნახოთ თუ გააორმაგეს აბიომები მემგონი ადრე თუ გვიან ეშველება რამე ნვიდიაზე, ამდ იძახიან გაათმაგება უშველისო მარტო მაგ დეფიციტს, რომც აჭარბებდენ მაინც არ იქნება დიდი სხვაობა, რახან ეხლა ძალზე მცირე აბიომებში უშვებენ, ეგ ჩანს დაბენჩილი კარტების რაოდენობითაც, 3090 სამჯერ მეტია დაბენჩილი ვიდრე 6900XT, 3070 კი სამჯერ მეტია დაბენჩილი ვიდრე მთლიანათ მთელი 6000 სერია მგონი, ანუ როგორც ჩანს ყველაზე დიდი აბიომით ეგ მოდელია გამოსულია ამ ეტაპზე ყველა ახალი სერიის მოდელებიდან, იმდენი რომ გაემოეშვათ როგორც თავის დროზე 1000 სერიის კარტები რა უჭირდათ მაშინ, კაკ მინიმუმ ყიდვას შევძლებდით პირველ ხანებში მაინც, ეყარა ეგ კარტები პოლკებზე კარგა ხანი, მერე გაქრა უკვე რომ ვეღარ შეძლეს მაგ აბიომებით გამოშვება, მაგრამ ეგ უკვე 4-5 თვის შემდეგ მოხდა, აქ თავიდანვე გააქრეს რახან ბევრმა იცოდა მაგ დეფიციტის შესახებ და წინასწარ იყიდა კარტები, ეხლა იქნება პირიქით ჯერ მცირე აბიომებში გამოუშვეს და მერე თუ გაზარდეს უფრო გაუმჯობესდეს სიტუაცია, დავუცადოთ თვითონ კი აქვთ იმედი რომ შემდეგი წლიდან ბევრი შეძლებს მაგ კარტების ყიდვას უკვე, თუმცა ფასები მინიმუმ 200$+ მაინც აიწევს მაქამდე მაღაზიებში თუ გამოჩნდა უფრო დიდ აბიომებში, მე პირადათ ეგ 200$ ნაცენკა აღარ მადარდებს, ეხლა 550$ კარტა ჯდება 5300 ლარი და 800 ლარს აღარც დავეძებ იყოს მაგდენით ძვირი ლოლ, მთავარია შეძლო ყიდვა მაგ ფასში მაინც, lol ულტრაში უკვე გაუყიდიათ ყველა 3070 5500 ლარამდე რაც იყიდებოდა, ეხლა დარჩა მარტო 3060 3900 ლარათ https://www.ultra.ge/კომპიუტერის ნაწილები/ვიდეო დაფები/GPU: Zotac GAMING RTX3060 AMP White Edition 12GB 192bit - ZT-A30600F-10P?sort=p.price&order=DESC თუმცა ბიუჯეტური ვარიანტია 2060 6გბ დათრევა ეხლა 2500 ლარათ, 1080P მაინც გათამაშებდა ალბათ ეგეთი, დაახლოებით GTX 1080 პონტი იქნება ალბათ, ეგ კარტა კი უფრო 1080Ti დონის ჩანს, ან 2070 სუპერის მემგონი ბევრ თამაშებში მსგავსი წარმადობა ექნება 

 

Link to comment
Share on other sites

კრიზისული ფასი რა იქნება ნეტა 3080 Ti-სი ნეტა 1500$ 

Link to comment
Share on other sites

3000$ მაიმარკეტზე ალბათ ლარებში, თუ შევცდი ძალიან ცოტათი, სადაც 3080 9000 ლარამდე ჯდება ეგ 11000 უნდა იყოს ალბათ ან 10500 მინიმუმ, ასუსები ისედაც თავის ფასი ეღირება ტოპოვი მოდელები 1200$-მდე და ეგეთი კიდე უფრო ძვირი დაჯდება, მაგრამ შედარებით უბრალო ვერსიები ალბათ 10500-11000 ლარის თემა იქნება, მაგრამ თუ შეამცირებენ დეფიციტს ფასებიც დაიკლებს ნელ-ნელა და სკალპელებთან აღარავინ იყიდის კარტებს, 3070Ti კი მინიმუმ 1200$ თემა იქნება და ეგ მინიმუმ ალბათ, თუ მაღალი ჰეშრეიტი ექნება მაგასაც 80მჰ.სეკ-მდე ეთერეუმზე იაფი ნამდვილათ არ ეღირება არც ეგ 650$ კარტა, 6000-7000 ლარის თემა მგონია მაგ მოდელზე ეხლა რომ ვაკვირდები მაიმარკეტის 3070 ფასებს, ამიტომ 1200$ კიდე ნორმალური ფასია ეგეთისთვის, ალბათ ეგეც 2000$ დაჯდება სადაც 3080Ti 3000$ დაჯდა, ნუ დაველოდოთ ბევრი დრო აღარ დარჩა, თუმცა თუ მძაფრი დეფიციტი იქნება ჩვენთან დააგვიანდება შემოყრა მაიმარკეტზე ალბათ, გამოსვლიდან რამდენიმე კვირით გვიან გამოჩნდება ასტრონომიულ ფასებში მაგ კარტების პირველი მოდელები მაიმარკეტზე გაყიდვაში, ულტრაშიც გამოჩნდება მცირე პერიოდით, ბოლო ფასებით კი 5500 ლარამდე ჯდებოდა 3070 მანდ და 4000 ლარამდე 3060, ეხლახან გაყიდეს ეგ კარტები კაკრაზ ზოტაკები ქონდათ, აბიომებს სანამ არ გაზრდიან რედკათ არაფერი ეშველება მაგ ფასებს, ანუ სანამ ვერ შეძლებს ბევრი ამაზონ,ნიუეგ-ბესტ ბეიდან მაგ კარტების გამოწერას, რახან მანდ თუ ადევს მეტი მაქს 200-250$ რაც ღირდა თავიდან, ანუ მანდ ასე თუ ისე ადამიანურ ფასებშია როცა იდება გასაყიდათ

Link to comment
Share on other sites

მე პირადად აი არასდროს, ბუკვალურად არასდროს გადავიხდი 800-900$-იან კარტაში 1500+-ს. რა 10კ ლარებში. კარტაა სახლი ხო არა? თან რას აკეთებს ასეთს? ყველამ ვიცით რო ძალითაა გაწელილი ფასები. რა სისულელეა სათამაშოდ მაგდენის გადახდა.

Link to comment
Share on other sites

800-900$ არც ჯდება თან ბევრი მოდელი, მაგრამ მაინც 1500$ ადევს ეგეთსაც კი, მაგიტომაც არ ვიყიდე არაფერი, თუმცა შემეძლო ყიდვა, მირჩევნია დავუცადო აბიომებს როდის გაზრდიან, თუნდაც შემდეგ წელიწადს თუ წელს არაფერი ეშველება, ადრე თუ გვიან რაღაცას შობავენ მემგონი კარტების მწარმოებლები ინტელიც უშვებს კარტებს, იქნება მაგათ ცოტა უკეთესათ ქონდეთ საქმე აბიომების მხრივ, მე არა მარტო გეიმინგში სამმაგის მიცემა მაინინგშიც არ მიღირს, მოგებაც გაცილებით დაბალია და მაგ დახარჯულ ფასში მირჩევნია უბრალოთ ვივაჭრო კრიპტოთი მაგდენის კარტებში მიცემას

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.