Magdalena Posted May 4, 2021 Share Posted May 4, 2021 მიმდინარე წლის ბოლოს ბრიტანეთის ხელისუფლება ავტომობილებს ნებას მისცემს გადაადგილდნენ თვითმართვის რეჟიმში საზოგადოებრივ გზებზე. ეს ცნობა ვრცელდება ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ჯერჯერობით საუბარი არ ეხება სრულფასოვანი ავტოპილოტის გამოყენებას. მის ნაცვლად მძღოლებს უფლება ექნებათ გადაადგილდნენ მოძრაობის ზოლის ავტომატური შენარჩუნების გააქტიურებული სისტემით (ALKS), რაც განსაკუთრებით აქტუალურია მაგისტრალებზე მოძრაობის დროს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ALKS-ის გამოყენებით გზავრობისას მძღოლებს არ მოეთხოვებათ მუდმივად ადევნონ თვალყური გზას ან ხელი საჭეზე ეჭიროთ. ამავე დროს, მძღოლები მზად უნდა იყვნენ, რომ ბორტ-კომპიუტერისგან მიღებული მოთხოვნიდან 10 წამის განმავლობაში მართვა საკუთარ თავზე აიღონ. იმ შემთხვევაში, თუკი მძღოლი არ მოახდენს ხელით მართვის დაწყების შესახებ სისტემის მოთხოვნაზე რეაგირებას, ავტომობილი გაააქტიურებს ავარიულ სიგნალიზაციას, ნელ-ნელა შეამცირებს სიჩქარეს და გაჩერდება საბოლოოდ. აღსანიშნავია, რომ სისტემა ALKS უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების ერთ ზოლში გადაადგილებს 60 კმ/სთ სიჩქარის დიაპაზონში. ექსპერტების აზრით ამ ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტომაგისტრალებზე ავარიების რაოდენობას „ადამიანური ფაქტორის“ გამორიცხვის ხარჯზე. https://bit.ly/3vxGwWN Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.