Jump to content

AMD Radeon HD 7990-ის მახასიათებლები


Recommended Posts

გარკვეული ცნობები Tahiti სერიის ვიდეობარათების ტექნიკურ მახასიათებლების შესახებ, ჩვენთვის უკვე ცნობილია. ხოლო, ინჟინერული ნიმუშების საგულდაგულო დაკვირვებამ, შესაძლებლობა მოგვცა, რომ დავრწმუნებულიყავით იმაშიც, რომ ისინი დაფუძნებულნი არიან 384-ბიტიან ინტერფეისზე და გაგვეკეთებინა პროგნოზები მათ ენერგომოხმარების დონეზეც.

გარდა ამისა, სხვადასხვა ფორუმების წევრებმა აქტიურად გამოიყენეს დაუფარავი გრაფიკული ბირთვის გავრცელებული ფოტოსურათები - მის სავარაუდო ფართობის დასადგენად. კარგი თვალის ზომითა და სხვა დამხმარე მეთოდების საშუალებით, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ Tahiti-ის ამ კომპონენტის ეს მაჩვენებელი იქნება დაახლოებით 380 მმ2, რაც Cayman-ისაზე (389 მმ2) ოდნავ მცირეა, ის კი, თავის მხრივ, მზადდებოდა 40 ნმ ტექნოლოგიის მიხედვით და მოიცავდა 2,69 მლრდ ტრანზისტორს. წინასწარი შეფასებებით, ეს რიცხვი ამჯერად ~4,5 მლრდ-ს გაუტოლდება (ერთ კრისტალზე).

2048 ნაკადური პროცესორი, 128-ბიტიანი ტექსტურული და 48 რასტერული ბლოკი, ამ ფონზე უკვე არც თუ ისე ფანტასტიკურად გამოიყურება. გრაფიკული ბირთვის წარმადობის დონე, ერთმაგი სიზუსტის ოპერაციებში მიაღწევს თითქმის 4 გიგაფლოპს-ს. ნომინალურ სიხშირეებს უკვე გაეცანით: 900-დან 1000 და 5000-დან 5500 მჰზ-მდე QDR - GPU და მეხსიერებისთვის შესაბამისად. ბოლო მონაცემებით, ბარათების ანონსი დაგეგმილია 10 იანვარს.

--------------------------------------------------------

თურქული საიტი Donanim Haber იტყობინება, რომ დაინტერესებულმა პირებმა, AMD-სგან უკვე მიიღეს მოწვევები ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილი იქნება Radeon HD 7970 და Radeon HD 7950-ის ანონსისთვის. ადრე ვარაუდობდნენ, რომ ეს შედგებოდა გამოფენა CES 2012-ის პირველ დღეს, ანუ 10 იანვარს, ახლა კი საუბარია 9 რიცხვზე.

Link to comment
Share on other sites

  • Replies 377
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

X-treme user

ქსელში გავრცელდა დაწვრილებითი, არაოფიციალური სპეციფიკაციები ვიდეობარათ AMD Radeon HD 7990-ის შესახებ. როგორც ჩანს, საქმე ეხება ახალ, ორჩიპიან ფლაგმანს, რომელიც განეკუთვნება AMD-ეს გრაფიკული ამაჩქარებლ

X-treme user

ბოლო კვარტალურ ანგარიშურ კონფერენციაზე, AMD-ს წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს, რომ 'მწარმოებლური კლასის' 28 ნმ გადაწყვეტილებების მიწოდებები უკვე ამ წელს დაიწყება. ინფორმაციული წყარო DailyTech-ს საფუძ

X-treme user

არც ისე დიდი ხნის წინ, კომპანია Nvidia-ს ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Kepler თაობის ვიდეობარათების ანონსი არ შედგება 2012-ზე ადრე, ამჯერად კი, სკანდინავიურ რესურს Nordi

CES 2012-ის პირველ დღეს, ანუ 10 იანვარს, ახლა კი საუბარია 9 რიცხვზე.

ის გამახსენდა 2 წლის წინ ენვიდიამ რომ წარმოადგინა ქაღალდის ნიმუშები :D

Link to comment
Share on other sites

January 9 for AMD Radeon HD 7900 launches http://guru3d.com/news/january-9-for-amd-radeon-hd-7900-launches/ 9 იანვარს გამოვაო მართლა

Link to comment
Share on other sites

კიდევ ერთხელ და ალბათ არა უკანასკნელად, cia მიმიქარავს.

22 დეკემბერს გამოვა ახალი სერია, ლიმიტირებული რაოდენობით.

სლაიდები რამდენიმე წუთში იქნება.

2m6mmac.jpg

vyo2fm.jpg

97tsg6.jpg

2mzir07.jpg

1dy6mr.jpg

2dtssw7.jpg

w8b4ls.jpg

და კიდევ ორი

24c5d.jpg

978wna.jpg

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ვატყობ ამ სერიიდან ერთ-ერთ მოხვდება ჩემთან

Link to comment
Share on other sites

ეუფ

ეს ნაღდია ვითომ ?

გააჩნია რომელი ნაწილი :)

stalker, lost planet და total war-ი რეალურია და არსებულ თუ მომავალ თამაშებში ეგეთი მატება ექნება, სადაც ტესელაციაა გამოყენებული.

heaven-ზე რა გითხარა სინთეტიკაა და gpu-ს არქიტექტურის მარტო ერთ ნაწილზე აკეთებს აქცენტს, კონკრეტულად კი გეომეტრიის დამუშავების ნაწილზე. რეალურ თამაშებში ესეთი რაოდენობით გეომეტრია არ არის საჭირო და არც უნდა იყოს, მაგრამ

მაგრამ არსებობს crysis 2 რომელშიც უხილავი ტესელირებული ოკეანეა.

Link to comment
Share on other sites

AMD Allows Custom Radeon HD 7950 Designs http://guru3d.com/news/amd-allows-custom-radeon-hd-7950-designs/

AMD Shipping 28nm GPUs http://guru3d.com/news/amd-shipping-28nm-gpus/

გურუ3დ-ზეც დაიდო ისე ეგ სპეციფიკაცია AMD Radeon HD 7970 Specifications Leak onto the web http://guru3d.com/news/amd-radeon-hd-7970-specifications-leak-onto-the-web/ კარგი მოშნი რაღაცა კი არის ისე მაგრამ რეალურათ მარტო მაგის მესამედია საჭირო დღედღეობით 99% იგრებში FULL-HD-ზე

Link to comment
Share on other sites

დადასტურდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია Tahiti სერიის (Radeon HD 79xx) ვიდეობარათების მახასიათებლების შესახებ. მათში გამოყენებული იქნება მომავალი თაობის არქიტექტურა GCN, ხოლო მაქსიმალურ კონფიგურაციაში, GPU მიიღებს 32 გამომთვლელ, z ან შაბლონურ (Z/Stencil) რასტერიზაციის ოპერაციების 128 და 32 Color ROP-ს. მეორე დონის კეშ-მეხსიერებამ შეიძლება მიაღწიოს 768 კბ-ს და მხარდაჭერილია 384-ბიტიანი ინტერფეისი, GDDR5 მეხსიერებით. აღინიშნება PCI Express 3.0 სალტე და ტრანზისტორების რაოდენობა - 4,3 მლრდ ერთეული.

7b687dd7605f60a9532cad6d6d19e2a1.jpg

aliamo-ს მიერ ზემოთ დადებული პირველი სლაიდით, საშუალება გვეძლევა გავეცნოთ Tahiti XT-ს უკანა პანელს. ინტერფეისის გასასვლელები (DVI, HDMI, 2 x Mini DisplayPort), როგორც ხედავთ, განლაგდა ერთ მწკრივად, რითაც უნდა გაიზარდოს გისოსიდან გამოტყორცნილი, ცხელი ჰაერის ნაკადის ოდენობა, ამით, თავის მხრივ, შემცირდება GPU-ს ტემპერატურა. პლასტიკის საფარველი, ტრადიციულ, შავ და წითელ ფერებშია გაფორმებული. გარდა ამისა, განცხადებულია, რომ შესაძლებელი იქნება გამოსახულების ექვს დისპლეიზე გამოტანაც. რა იქნება ამისთვის საჭირო, გადამყვანების ჩართვა თუ სპეციალური Eyefinity-ვერსიის ბარათის შეძენა, ჯერჯერობით უცნობია.

Radeon HD 6970-ის გაგრილების სისტემასთან შედარებით, ინჟინრებმა ამ მხრივ, შეიტანეს უმნიშვნელო ცვლილებები. კერძოდ კი, გაზარდეს ტურბინული ტიპის ფენის ზომა, რის მეშვეობითაც, ოპტიმიზირებულია თანაფარდობა - ეფექტურობისა და ხმაურიანობას შორის. თხევადის ნაცვლად, ქულერში გამოყენებულია საორთქლე ტიპის კამერა. CrossFire-ის ორ პორტთან ახლოს კი, განთავსდა გადამრთველი BIOS-ის ორ, სამომხმარებლო და ჩაწერისგან დაცულ, უსაფრთხო პარამეტრების მქონე ვერსიებს შორის.

კომპანიის მარკეტოლოგები ასევე გვპირდებიან გრაფიკული ბირთვის აჩქარების საშუალებას - 900-დან 1 გჰზ-მდე და უფრო მაღალ დონეზე.

GCN არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება იქნება ფრეიმრეიტის მნიშვნელოვანი გაზრდილი დონე თამაშებში, სადაც ფართოდ გამოიყენება ტესელაციის ალგორითმები. ცალკეულ ტაიტლებში, Radeon HD 7970-ის უპირატესობა წინამორბედ HD 6970-თან შედარებით, მიაღწევს 60-80%-ს, ხოლო Unigine Heaven-ში - 140%-ს.

-----------------------------------------------------------

AMD Tahiti სერიის უფროსი ვიდეობარათების (Radeon HD 7970) მიწოდებები უკვე დაწყებულია, თუმცა ისინი ხელმისაწვდომნი მხოლოდ 9 იანვრიდან გახდებიან. ხოლო რაც შეეხება Radeon HD 7950-ებს, ისინი მიიღებენ არაეტალონურ დიზაინს და ამიტომაც, გაყიდვაში უფრო მოგვიანებით გამოჩნდებიან.

ffd555496d47a2d51e4e0bf58e2f7aaa.png

ჰოლანდიურ მაღაზია ComCom-მა საკუთარ ვირტუალურ ვიტრინაში უკვე განათავსა Asus-ის წარმოების ვიდეობარათი Radeon HD 7970. მახასიათებლებიდან აღინიშნება მხოლოდ GDDR5 ტიპის მეხსიერება, სამი DVI, ერთი HDMI და ორი mini-DisplayPort გასასვლელი.

თუმცა, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ ის, რომ ფასები აღნიშნულ პროდუქტის ეტალონურ ვერსიის შესახებ, ჯერჯერობით ზუსტად არ დამტკიცებულა, ამიტომ, დასკვნებს ნაჩქარევად ნუ გამოვიტანთ.

Link to comment
Share on other sites

ვა რამაგარია ეს უნდა ვიყიდო,7970 სავარაუდოდ რა პროცესორი მოუხდება და კვების ბლოკი რომელი დასჭირდება?

:ugly_wink:

Link to comment
Share on other sites

ვა რამაგარია ეს უნდა ვიყიდო,7970 სავარაუდოდ რა პროცესორი მოუხდება და კვების ბლოკი რომელი დასჭირდება?

:ugly_wink:

პროცესორი რამე კარგი 4 ბირთვიანი და კვების ბლოკიც კარგი ერთი 750W იანი რომ კარგად დასძრას მთლიანი სისტემა

რავი შეიძლება ვაჭარბებ :D

Link to comment
Share on other sites

მოკლედ რაღაც ესენი შეესაბამება?

http://www.amazon.com/Intel-i5-2400-Socket-LGA1155-Processor/dp/B004EBUXIA/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1324298269&sr=8-1

http://www.amazon.com/Corsair-Enthusiast-Certified-Compatible-platforms/dp/B004MYFODI/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1324298292&sr=1-1

Link to comment
Share on other sites

European Retailer is listing Radeon HD 7970 http://guru3d.com/news/european-retailer-is-listing-radeon-hd-7970/ მეჩვენება თუ ძალზე გაბერილი ფასი ადევს, თუმცა რამდენიმე კვირაში დაიწყებს ალბათ დაწევას ფასი

Link to comment
Share on other sites

AMD HD 7970 Performance leaks http://guru3d.com/news/amd-hd-7970-performance-leaks/

Link to comment
Share on other sites

გამოქვეყნდა ვიდეობარათ Radeon HD 7970-ის ინჟინერული ნიმუშის ფოტოსურათი. მას გააჩნია წყვილი 6-პინიანი პორტი, ხოლო კვების სქემაში შესულია ციფრული PWM კონტროლერი და Volterra-ს წარმოების ძაბვის რეგულატორები. სავარაუდოდ, სქემა '5+1+1' ფაზური სახისაა, თუმცა ზოგიერთი კომპონენტი დაფაზე არ შეინიშნება.

9ef9db1e51ff3cff57d130c7606ef1b8.jpg

71cb171bae920ebf9c2b0ecb81203295.jpg

გარეგნული თვალსაზრისით, გრაფიკული პროცესორი განსხვავდება AMD-ს სხვა GPU-ებისგან. 45 გრადუსზე შებრუნებული კრისტალი გარშემორტყმულია მეტალის სადებით, რომლის ფუნქციაც გახლავთ გაგრილების სისტემის სიმძიმის თანაბარზომიერად გადანაწილებისთვის. გარდა ამისა, ჩანს 12 მეხსიერების მიკროსქემა, რომელიც დაკავშირებულია 384-ბიტიან ინტერფეისთან. ზედა მხარეს განლაგებულია CrossFire გასასვლელები, მათ გვერდით კი გადამრთველი BIOS-ის ორ ვერსიას შორის. ადგილზეა ერთი DVI, HDMI და ორი mDP პორტიც. ქულერის კონსტრუქცია მოიცავს თხევად კამერაზე განთავსებულ, სწორკუთხოვან რადიატორს და ფენს.

წყაროს ინფორმაციით, ნაწარმის სერიულ მოდელს ექნება შავი ფერის ბეჭდური დაფა.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

წყაროს ინფორმაციით, ნაწარმის სერიულ მოდელს ექნება შავი ფერის ბეჭდური დაფა.

ეს PCB იგულისხმე ?

თუ მასეა ძალიან მაგარი იქნება :)

პლიუს მხოლოდ 6+6პინ რომ სჭირდება :)

Link to comment
Share on other sites

AMD HD 7970 Performance leaks http://guru3d.com/news/amd-hd-7970-performance-leaks/

ყველა სლაიდი მაქვს გუშინ საგამოდს მერე, მაგრამ ვერ მოვიცალე ასატვირთად.

ეს სრული პრეზენტაცია

http://allshares.ge/download.php?id=28CE519967

ეს კიდე ამდს მიერ ჩატარებული ტესტირებები

http://allshares.ge/download.php?id=6633836949

Link to comment
Share on other sites

ვახ ვახ ეს თუ ესეთი კარტა გამოვიდა ერთ-ერთი პირველი მე ვიყიდი

Link to comment
Share on other sites

ვახ, რა კარგი რაღაც გამოუვიდა ატის, ყველა ტესტში აჯობა 7970-მა 580-ს

http://www.guru3d.com/article/amd-radeon-hd-7970-review/25

http://www.3dnews.ru/video/621828/index2.htm

0c542437c346.png

14ada76c690f.png

905afaf4c4ce.png

d67cf59252ee.png

473108348683.png

07ff22f3dd88.png

2833434cb752.jpg

Link to comment
Share on other sites

ეუფ, რა ჩაატარა AMD-მ :) მართლა მიმიქარავს CIA :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.