Magdalena Posted April 26, 2021 Posted April 26, 2021 Sony-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ რაიანმა განაცხადა, რომ კომპანია დაკავდება ახალი სტუდიების შეძენით, რათა გაზარდოს ხარისხიანი AAA title-ების რაოდენობა PlayStation 5-ისთვის, რომელთა რიცხვი, მისი თქმით, გასული თაობის კონსოლებთან შედარებით მეტი უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ Microsoft-მა ხელი მოკიდა Xbox-ის განვითარების საკითხს და თავად დაიწყო დიდი სტუდიების შესყიდვა, Sony-ს შესაძლოა პრობლემები შეექმნას ამგვარ გიგანტთან კონკურენციის კუთხით. რამდენიმე დღის წინ Sony-მ გამოუშვა ვიდეო, სადაც კონკრეტულად იყო გადმოცემული PlayStation 5-ის უპირატესობები სხვა კონსოლებთან შედარებით. კომპანია თავის მთავარ უპირატესობად მიიჩნევს რეითრეისინგის, 120FPS-ისა და 4K გეიმინგის მხარდაჭერას. უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ სწორედ Xbox-ს მისი ხელმისაწვდომობისა და Game Pass გამოწერის განვითარების გამო. PlayStation 5 კონსოლების დეფიციტი ჯიმ რაიანმა მიაწერა პანდემიის პირობებს და აღნიშნა, რომ პრობლემა მიმდინარე წლის ბოლომდე მოგვარდება. https://bit.ly/3dJHf10 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.