Magdalena Posted April 22, 2021 Share Posted April 22, 2021 NVIDIA-ს დამფუძნებელმა მიმდინარე თვეში საკუთარი იდეები გაახმაურა არა მხოლოდ GTC ტრიბუნიდან და ინვესტორებისთვის განკუთვნილი ღონისძიებებიდან, არამედ საჯარო ინტერვიუებშიც, რაც რესურს Venture Beat-მა გაასაჯაროვა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ჩიპებზე შექმნილ დეფიციტს და კომპანიის ხელმძღვანელის აზრით მასთან საჭიროა მიდგომა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. NVIDIA-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, პანდემიამ დაარღვია მიწოდების ჯაჭვები, მაგრამ საავტომობილო ინდუსტრია საჭიროებს კომპონენტების ფუნქციების ინტეგრაციას და ავტომობილში მათი საშუალო რაოდენობის შემცირებას. სამომავლოდ, Jen-Hsun Huang-ის აზრით, გამოთვლითი დატვირთვის ნაწილი ქლაუდზე გადავა, რადგანაც სერვერულ სისტემებს არ აქვთ იგივე შეზღუდვები ენერგომოხმარებასთან ან კრისტალის ფართობთან დაკავშირებით, რომლებიც თან ახლავს საავტომობილო კომპონენტებს. უშუალოდ ჩიპებზე დეფიციტთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები უკვე აცნობიერებენ პრობლემის მასშტაბებს და ამოქმედდება წარმოების საკმარისი სიმძლავრეები. რამდენიმე წელში აღარავის ემახსოვრება ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტი - დარწმუნებულია კომპანიის ხელმძღვანელი. https://bit.ly/3ty6V6h Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.