Jump to content

კვლევა: Bitcoin-ის ქსელის ენერგომოხმარება 66-ჯერ გაიზარდა 2015 წლის შემდეგ


Recommended Posts

image.png

2015 წლის ბოლოდან მოყოლებული Bitcoin-ის მოპოვებისთვის ელექტროენერგიის ხარჯები 66-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ წერს Bloomberg ფინანსურ კონგლომერატ Citigroup Inc.-ის ანალიტიკოსების მოხსენებაზე დაყრდნობით. 

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ენერგიის მოხმარების დონე კვლავ გაიზრდება, ვინაიდან Bitcoin-ის  ღირებულება მატულობს. 

კემბრიჯის უნივერსიტეტის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის ბოლო მონაცემებით Bitcoin-ის  ქსელიდან ელექტროენერგიის წლიურმა მოხმარებამ 141.61 ტერავატ/სთ-ს მიაღწია და 2019 წელს უკრაინისა და შვედეთის მაჩვენებლებს გადააჭარბა. 

image.png 

წყარო: University of Cambridge. 

რადგანაც კრიპტოვალუტის მოპოვება უარყოფითად აისახება კლიმატზე, სამომავლოდ შეიძლება გამკაცრდეს მოპოვების რეგულაცია, თვლის Citigroup. 

კრიპტოვალუტების მოპოვება შესაძლოა მოექცეს მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან უფრო მეი ყურადღების და კონტროლის ქვეშ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი აშშ გააგრძელებს მაინინ-სიმძლავრის ზრდას, ჩინეთში Bitcoin-ის მოპოვების შეზღუდვის ფონზე“ -  ნათქვამია ანგარიშში. 

ჩინელ და ბრიტანელ ეკონომისტების ჯგუფმა დაადგინა, რომ 2024 წლისთვის ჩინეთის Bitcoin-ფერმები 296.59 TWh ელექტროენერგიას მოიხმარენ და სათბურის გაზების ემისიით ფილიპინებს გადააჭარბებენ. 

უარყოფითი ეფექტის შემცირების მიზნით მეცნიერებმა ხელისუფლებას მოუწოდეს შეზღუდოს პირველი კრიპტოვალუტის წარმოება ჩინეთის იმ რეგიონებში, სადაც ნახშირის თბოელექტროსადგურები ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.