Jump to content

Google Earth-ში დაემატა ფუნქცია 3D Timelapse 37 წლის განმავლობაში დედამიწის ლანშაფტის ცვლილების შესახებ


Magdalena

Recommended Posts

image.jpeg

Google Earth-მა მიიღო 3D Timelapse ფუნქცია, რომელიც გვიჩვენებს რამდენად შეიცვალა ჩვენი პლანეტა 1984 წლის შემდეგ. საძიებო გიგანტმა განაცხადა, რომ იგი შეუერთდა კარნეგი მელონის უნივერსიტეტის ლაბორატორია CREATE-ს, რათა შექმნან ტექნოლოგია, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ ფუნქციას. ეს ფუნქცია, Google-ის განცხადების თანახმად, 2017 წლის შემდეგ პლატფორმისთვის ყველაზე დიდი დამატებაა. 

Timelapse-ის მეშვეობით ბოლო 37 წელში Google Earth-ში 24 მილიონი თანამგზავრული ფოტოები შეგროვდა ინტერაქტიულ 4D-ინტერფეისში. ამჯერად ყველა მსურველს შეუძლია დააკვირდეს დროის განვიარებას და გახდეს თითქმის ოთხი ათწლეულის ცვლილებების მოწმე“ - განაცხადა Google Earth, Earth Engine & Outreach-ის დირექტორმა რებეკა მურმა. 

Google-ს თქმით, დამკვირვებელს შეუძლია აირჩიოს პლანეტაზე ნებისმიერი ადგილი, სადაც დროის ცვლას დააკვირდება. საძიებო გიგანტმა აგრეთვე შექმნა პლატფორმა, სახელწოდებით voyager, რომელიც გთავაზობთ ინტერაქტიულ ტურებს ტყის საფარის ცვლილებისა და ქალაქების გაფართოების შესახებ. 

image.png 

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3dkP9NY 

„ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე მოხდა გარემოს ცვლილება ყველაზე მეტად მთელი კაცობრიობის ისტორიაში. ბევრმა ჩვენგანმა ეს ცვლილებები საკუთარ თავზე გამოცადა. მე თავად ვიყავი ათასობით კალიფორნიელს შორის, რომელთა ევაკუაცია მოხდა გასულ წელს ხანძრის გამო. ზოგისთვის კლიმატის ცვლილების ისეთი შედეგები, როგორიცაა მყინვარების დნობა, აბსტრაქტული და შორეული ჩანს. Google Earth-ში Timelapse-სთან ერთად ჩვენ ხელთ გვაქვს აშკარა სურათი ჩვენი პლანეტის შეცვლის შესახებ, რაც გვიჩვენებს არა მხოლოდ პრობლემებს, არამედ გადაჭრის გზებს, ასევე მომხიბლავ, ლამაზ ბუნებრივ მოვლენებ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა ”, - განაცხადა მურმა. 

Google Earth-ში ანიმაციური დროის კადრების დასამატებლად კომპანიამ 1984–2020 წლებში დააგროვა 24 მილიონზე მეტი სატელიტური სურათი აშშ-ი ხელისუფლების, ევროკავშირისა და NASA-ს მონაცემების გამოყენებით. შემდეგ კომპანიამ გააერთიანა 20 პეტაბაიტი თანამგზავრული ფოტოები ერთიან 4.4-ტერაპიქსელიან ვიდეოში. Google-ის მონაცემებით, ეს არის დაახლოებით 530 ათასი ვიდეო 4K გაფართოებით. კომპანიამ აღნიშნა, რომ ყველა გამოთვლა განხორციელდა მის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვის პირობებში და 100%-ით განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით. 

Google Earth-მა პლატფორმაზე ფუნქცია Timelapse უკვე წარადგინა 2013 წელს, რომელიც გვიჩვენებდა პლანეტის ორგანზომილებიან გამოსახულებას 1984-დან 2012 წლამდე. განახლებული ფუნქცია გვთავაზობს უფრო დამაჯერებელ გამოცდილებას და უახლეს მონაცემებს. როგორც ვიდეოები გვიჩვენებს, ბოლო 37 წელში ბევრი რამ შეიცვალა. 

Google-მა განაცხადა, რომ Google Earth-ში ფუნქციის განახლებას გეგმავს ყოველწლიურად მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. 

ვიმედოვნებთ, რომ პლანეტის მიმართ ამგვარი ხედვა საფუძვლად დაედება დისკუსიებს, ხელს შეუწყობს აღმოჩენებს და შეცვლის ხედვებს გლობალური პრობლემების მიმართ“ -  განაცხადა მურმა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.