Jump to content

NFT-ტოკენების გაყიდვების მოცულობამ 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა


Recommended Posts

image.jpeg

ვებ-გვერდ NonFungible.com-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) ტრანზაქციებს იკვლევს, NFT-ის გაყიდვების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ოცჯერ მეტია წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, მყიდველების რაოდენობა გამყიდველების რაოდნობაზე ორჯერ მეტია. 

იმავე წყაროს მონაცემები მიუთითებს ხელოვნების და კოლექციონირების მოთხოვნილების უპირატესობაზე, კერძოდ კი ისეთ პროექტებში, როგორიცაა CryptoPunks და SuperRare. 

თებერვლის მაქსიმუმის შემდეგ NFT-ის ფასის ახლანდელი ვარდნის მიუხედავად მიმდინარე კვარტალში მისი საშუალო ფასი „საგრძნობლად გაიზარდა“. 2020 წლის მეოთხე კვარტალში ამ სფეროში განხორციელდა 93 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციები. 

ნგარიშში ვერ მოხვდა NBA Top Shots-ის გაყიდვები - ეს არის ვიდეორგოლები, რომლებიც იქცევა NFT-დ და შემდეგ იყიდება. ვებ-გვერდის მონაცემებით, ვაჭრობა მიმდინარეობს პალტფორმა Flow-ზე და პირველ კვარტალში გაყიდვები 472 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ასევე არ შესულა 69 მლნ აშშ დოლარის ღირებულების NFT, რომლებიც გაყიდა Beeple-მ პრესტიჟულ აუქციონ Christie’s-ზე მიმდინარე წლის მარტში. 

რაც შეეხება გამყიდველთა და მყიდველთა რაოდენობას, აშკარა დისბალანსი იყო ამ უკანასკნელთა გადაჭარბებით: 73 ათასი მყიდველი და მხოლოდ 33 ათასი გამყიდველი. ამგვარი დისბალანსი იძლევა „სიგნალს, რომ NFT ბაზარზე  ახალმოსულთა დიდი ინტერესი ფიქსირდება“. აგრეთვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამჟამინდელი მფლობელების სურვილია შეინარჩუნონ თავიანთი აქტივები, რაც ქმნის ბაზარზე დეფიციტის ფენომენს“. 

პირველ კვარტალში თითქმის 150 ათასი აქტიური ციფრული საფულე იყო, რაც ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ არსებული ციფრული საფულეების რიცხვი. 

ასევე გაიზარდა ციფრული ნამუშევრების საშუალო ფასი: SuperRare-ზე NFT-ები მეოთხე კვარტალში საშუალოდ 1231 აშშ დოლარად იყიდებოდა, ხოლო პირველ კვარტალში მეორად ბაზარზე 6585 აშშ დოლარად იყიდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.