Magdalena Posted April 19, 2021 Share Posted April 19, 2021 ნახევრადგამტარი პროდუქციის მინიატურიზაციისკენ სწრაფვის მიუხედავად ჯერჯერობით შეუძლებელია ყველა ელექტრონიკის შექმნა ერთიანი ჩიპის სახით. სამონტაჟო დაფაზე ჯერ კიდევ ბევრია კომპონენტები, მაგალითად კვებაზე პასუხისმგებელი ნაწილები. მინიატურული მოწყობილობების შექმნის მიზნით დეველოპერები ქმნიან სულ უფრო მცირე ზომის დისკრეტულ კომპონენტებს. ამ მიმართულებით ყველაზე წარმატებულია კომპანია Samsung Electro-Mechanics, რომელმაც წარადგინა MLCC-კონდენსატორი უნიკალური თვისებებით. ფოტოს წყარო: Samsung Electro-Mechanics MLCC-კონდენსატორები, ანუ მრავალშრიანი კერამიკული კონდენსატორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კვების ჯაჭვის სტაბილიზაციის სქემებში. ისინი გამოიყენება ჩიპების დასაკავშირებლად და დაფასა და მოწყობილობაში გარკვეული მოცულობის სივრცეს იკავებენ. ამიტომ, კონდენსატორების ზომებს მათ სამუშაო მახასიათებლებთან მიმართებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სმარტფონის შემადგენლობაში შესაძლოა მოცემული იყოს ათასამდე ამგვარი კომპონენტი. ფოტოს წყარო: Samsung Electro-Mechanics 1 მკფ მოცულობის 0402 ტიპის ელემენტში (სიგრძე 0.4 მმ, სიგანე 0.2 მმ) მაქსიმალურმა სამუშაო ძაბვამ შეადგინა 4 ვოლტი. სმარტფონებისა და სხვა ელექტრონიკის კვების ჯაჭვში გამოყენებისთვის ეს მაჩვენებელი ცოტაა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მოწყობილობის საიმედო და გრძელვადიანი მუშაობა. მწარმოებლები იძულებულნი იყვნენ გამოეყენებინათ უფრო დიდი მოცულობის კომპონენტები. ამჯერად Samsung Electro-Mechanics-მა განაცხადა, რომ შექმნეს ტექნოლოგია და აღჭურვილობა 0402 ტიპის მრავალშრიანი კერამიკული კონდენსატორების წარმოებისთვის, 1 მკფ სიმძლავრით და 6.3 ვოლტი ძაბვით. ეს ელემენტები შესანიშნავად იმუშავებს ძაბვის სტაბილიზაციის ჯაჭვებში და არა მხოლოდ. მინიატურიზაციის საკითხში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ფოტოს წყარო: Samsung Electro-Mechanics აღსანიშნავია, რომ ამგვარი კონდენსატორების წარმოების მიზნით, Samsung-მა შეიმუშავა ულტრათხელი დიელექტრიკული ფირების შექმნის ტექნოლოგია, რაც შეიძლება ჩაითვალოს ნანოტექნოლოგიის პრაქტიკაში გამოყენების შესანიშნავ მაგალითად. https://bit.ly/3uWifJG Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.