Jump to content

ნანოტექნოლოგიები დაეხმარა Samsung-ს, შეექმნა უნიკალური კონდენსატორი მინიატურული ელექტრონიკისთვის


Recommended Posts

ნახევრადგამტარი პროდუქციის მინიატურიზაციისკენ სწრაფვის მიუხედავად ჯერჯერობით შეუძლებელია ყველა ელექტრონიკის შექმნა ერთიანი ჩიპის სახით. სამონტაჟო დაფაზე ჯერ კიდევ ბევრია კომპონენტები, მაგალითად კვებაზე პასუხისმგებელი ნაწილები. მინიატურული მოწყობილობების შექმნის მიზნით დეველოპერები ქმნიან სულ უფრო მცირე ზომის დისკრეტულ კომპონენტებს. ამ მიმართულებით ყველაზე წარმატებულია კომპანია Samsung Electro-Mechanics, რომელმაც წარადგინა MLCC-კონდენსატორი უნიკალური თვისებებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung Electro-Mechanics 

MLCC-კონდენსატორები, ანუ მრავალშრიანი კერამიკული კონდენსატორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კვების ჯაჭვის სტაბილიზაციის სქემებში. ისინი გამოიყენება ჩიპების დასაკავშირებლად და დაფასა და მოწყობილობაში გარკვეული მოცულობის სივრცეს იკავებე. ამიტომ, კონდენსატორების ზომებს მათ სამუშაო მახასიათებლებთან მიმართებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სმარტფონის შემადგენლობაში შესაძლოა მოცემული იყოს ათასამდე ამგვარი კომპონენტი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung Electro-Mechanics 

1 მკფ მოცულობის 0402 ტიპის ელემენტში (სიგრძე 0.4 მმ, სიგანე 0.2 მმ) მაქსიმალურმა სამუშაო ძაბვამ შეადგინა 4 ვოლტი. სმარტფონებისა და სხვა ელექტრონიკის კვების ჯაჭვში გამოყენებისთვის ეს მაჩვენებელი ცოტაა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მოწყობილობის საიმედო და გრძელვადიანი მუშაობა. მწარმოებლები იძულებულნი იყვნენ გამოეყენებინათ უფრო დიდი მოცულობის კომპონენტები. 

მჯერად Samsung Electro-Mechanics-მა განაცხადა, რომ შექმნეს ტექნოლოგია და აღჭურვილობა 0402 ტიპის მრავალშრიანი კერამიკული კონდენსატორების წარმოებისთვის, 1 მკფ სიმძლავრით და 6.3 ვოლტი ძაბვით. ეს ელემენტები შესანიშნავად იმუშავებს ძაბვის სტაბილიზაციის ჯაჭვებში და არა მხოლოდ. მინიატურიზაციის საკითხში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung Electro-Mechanics 

სანიშნავია, რომ ამგვარი კონდენსატორების წარმოების მიზნით, Samsung-მა შეიმუშავა ულტრათხელი დიელექტრიკული ფირების შექმნის ტექნოლოგია, რაც შეიძლება ჩაითვალოს ნანოტექნოლოგიის პრაქტიკაში გამოყენების შესანიშნავ მაგალითად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.