Jump to content

Coinbase საფონდო ბირჟაზე გავიდა - კრიპტო ინდუსტრიამ სიმწიფის ეტაპს მიაღწია


Recommended Posts

ციფრული ფული, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ბევრი სიფრთხილითა და დაცინვით ეკიდებოდა, თანდათანობით ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. ტრადიციული ბანკები ეხმარებიან ინვესტორებს კრიპტოვალუტაში ინვესტიციის ჩადებაში, ხოლო ტექნოლოგიური გიგანტები, მაგალითად Tesla, თავიანთ პროდუქციას ციფრულ ფულზე ყიდიან. კრიპტო ბირჟა Coinbase, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს, გავიდა საფონდო ბირჟაზე, რაც ინდუსტრიისთვის უდიდეს მოვლენას წარმოადგენს. 

image.jpeg 

Coinbase-ის თითო აქცია წინასწარ შეფასდა 250 აშშ დოლარად, რაც შეესაბამება კომპანიის ჯამურ ღირებულებას, 65 ათას აშშ დოლარს. Nasdaq-ზე გასვლიდან რამდენიმე წუთში კი აქციის ფასი 58%-ით გაიზარდა და მიაღწია 381 აშშ დოლარს, რისი წყალობით ამამად კომპანიის ღირებულება თითქმის 100 მლრდ აშშ დოლარს უდრის. აღვნიშნავთ, რომ 2018 წელს Coinbase-ის ღირებულება 8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. 

2012 წელს დაარსებული კომპანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახდა კრიპტოვალუტების ბაზარზე. Bitcoin-ის პარალელურად იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იყიდონ და გაყიდონ დაახლოებით 50 სხვადსხვა კრიპტოვალუტა. დღესდღეობით კომპანიაში მუშაობს ათასზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ემსახურებიან მსოფლიოს ასი ქვეყნის 56 მილიარ მომხმარებელს. 

ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ Coinbase-ის საფონდო ბირჟაზე გასვლა გარდამტეხი მომენტია მთელ ინდუსტრიაში. აღნიშნული მოვლენა შეგვიძლია შევადაროთ საფონდო ბირჟაზე კომპანია Netscape-ის შესვლას 1990 წელს. ეს ფაქტი ინდუსტრიის სიმწიფეზე მიუთითებს. 

image.jpeg 

სილიკონის ველის კომპანიებისთვის დამახასიათებელია ბირჟაზე შესვლა მანამდე, სანამ ისინი პირველ მოგებას მიიღებენ, თუმცა Coinbase უკვე პლუსშია. შეფასებების ანახმად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ გამოიმუშავა 730-დან 800 მლნ აშშ დოლარამდე, რაც ბევრად მეტია, ვიდრე 322 მლნ აშშ დოლარი, რომლის გამომუშავებაც კომპანიამ მელი გასული წლის განმავლობაში მოახერხა. 

ამასთან, ზოგიერთ ინვესტორს კომპანიაში კაპიტალის ჩადების მაინც ეშინია. მათ აღელვებთ ის ფაქტი, რომ წარმატება დამოკიდებულია არა ისეთ სტანდარტულ ფაქტორებზე, როგორებიცაა ეკონომიკა და კონკურენციის ძირითადი კანონები, არამედ კრიპტოვალუტების კურსის ცვალებადობა, რომლის პროგნოზირება უკიდურესად რთულია. 

Coinbase-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის მოლოდინში კრიპტოვალუტების ფასები რეკორდულ ნიშნულებამდე გაიზარდა. სტატიის წერის მომენტში CoinDesk-ის თანახმად Bitcoin-ის ფასმა თითქმის 65 000 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო Ethereum 2399 აშშ დოლარად იყიდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.