Jump to content

Kraken-ის ხელმძღვანელი საზოგადოებას აფრთხილებს კრიპტოვალუტების წინააღმდეგ ზომების შესაძლო გამკაცრების შესახებ


Recommended Posts

image.jpeg

კრიპტობირჟა Kraken-ის გენერალური დირექტორი ჯესი პაუელი საზოგადოებას აფრთხილებს კრიპტოვალუტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით. 

ეს განცხადება არ არის უსაფუძვლო, თუკი გავიხსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა, მაგალითად ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარმა განგაში ატეხეს, რომ Bitcoin-ი გამოიყენება ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა უკანონო საქმიანობებისთვის. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ მალე ბევრი ხელისუფლება დაიწყებს წრის შევიწროებას Bitcoin-ითა და სხვა კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციების ირგვლივ. 

Kraken ციფრული ვალუტები ვაჭრობის მოცულობის სიდიდით მეოთხე ბირჟაა მსოფლიოში. ამჟამად იგი განიხილავს Coinbase-ის ანალოგიურად ბირჟაზე გასვლას პირდაპირი ლისტინგის გზით, მომდევნო წელს - ვაჭრობის რეკორდული მოცულობის მიღწევას პირველივე კვარტალში. 

რაც შეეხება Coinbase-ს, მის დებიუტს მოუთმენლად ელიან კრიპტო-ინვესტორები, რადგანაც მისმა შეფასებამ შესაძლოა მიაღწიოს 100 მლრდ აშშ დოლარს (ეს უფრო მეტია, ვიდრე სავაჭრო პლატფორმის ისეთი მსხვილი ოპერატორების მაჩვენებლები, როგორიცაა Intercontinental Exchange, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელი), რაც ციფრულ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება უოლ სტრიტისა და მარეგულირებლის მხრიდან მრავალწლიანი სკეპტიციზმის შემდეგ. 

Kraken-ის აზრით, კრიპტივალუტებისთვის რისკს წარმოადგენს გაურკვევლობა მათი რეგულირების შესახებ. აშშ-ის ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ გამოცემული წესები ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ მოითხოვს იმ პიროვნებების ვერიფიკაციას 3 ათას აშშ დოლარიანი და მეტი ღირებულების ტრანზაციის განხორციელებისას, რომლებიც კრიპტოვალუტას კერძო ციფრულ საფულეში ინახავენ. 

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კრიპტვალუტები და განსაკუთრებით Bitcoin-ი ხშირად ასოცირდება უკანონო საქმიანობებთან იმის გამო, რომ ვინც ოპერაციებს ახორციელებს, ფსევდონიმს იყენებს. ამასთან, შესაძლებელია ნახვა თუ სად იგზავნება ფული, თუმცა არ ჩანს ვინ გაგზავნა ან ვინ მიიღო. 

მაგრამ, ანალიტიკური კომპანია Chainalysis-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტების გამოყენებით განხორციელებული საქმიანობა რეალურად დიდწილად კანონიერია - უკანონო საქმიანობაზე მოდის კრიპტო ტრანზაქციების საერთო წილის მხოლოდ 0.34%. 

კრიპტო-ბირჟის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ აშშ ზედმეტად ექცევა მოქმედი ოგანიზაციების, განსაკუთრებით კი ბანკების ზეწოლის ქვეშ, რომლებმაც შესაძლოა სერიოზული დანაკარგები განიცადონ იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ოფიციალურად იქნება აღიარებული. 

„მე ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლოა უკვე ძალიან გვიანი იყოს - შესაძლოა ჯინი უკვე გამოუშვეს ბოთლიდან და კრიპტოვალუტების აკრძალვის მცდელობა მათ კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ეს, რა თქმა უნდა, სიგნალს გაგზავნის, რომ ხელისუფლება მათ საკუთარი ვალუტის უკეთეს ალტერნატივად მიიჩნევს. ” 

თუკი სხვა ქვეყნებზე ვისაუბრებთ, რომელთაც შეერთებული შტატების მსგავსად კრიპტოვალუტებზე შემოაქვთ ახალი მკაცრი წესები, მაშინ შეგვიძლია აღვნიშნოთ ინდოეთი: მისი ხელისუფლება განიხილავს კანონპროექტს, რომელიც კრძალავს კრიპტოვალუტის გამოყენებას და დაისჯება ყველა, ვინც მათ ფლობს ან ვაჭრობს კრიპტოვალუტების გამოყენებით. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.