Magdalena Posted April 13, 2021 Posted April 13, 2021 Xbox კონსოლებისთვის განკუთვნილმა სერვის Game Pass-მა ბევრი გეიმერი აიძულა პრიორიტეტი მიენიჭებინათ Microsoft-ის კონსოლისთვის, რადგანაც ხელმისაწვდომ ფასად მომხმარებელს შეუძლია წვდომა მიიღოს თამაშების ბიბლიოთეკაზე და თავიდან აირიდოს მათ შესაძენად მნიშვნელოვანი თანხის დახარჯვა. მსგავსი ანალოგი არ გააჩნია Xbox-ის მთავარ კონკურენტს - Sony-ს, რაც კონსოლების გაყიდვაზე აისახება. როგორც ჩანს, Sony აღიარებს ამას, ამიტომ სურს გამოუშვას სერვისის საკუთარი ვარიანტი - განაცხადა დევიდ იაფემ თავის ბოლო პოდკასტში. იგი PlayStation-ისთვის განკუთვნილი ბევრი თამაშის დეველოპერია. კომპანიის ხელმძღვანელმა უკვე მიუთითა PlayStation-ისთვის განკუთვნილი, Game Pass-ის ალტერნატივის გამოშვების შესახებ. PlayStation-ის მთავარი მახასიათებელია ექსკლუზიური თამაშები შთამბეჭდავი ღირებულებით. ისეთი სერვისის გამოშვება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ თამაშებით მათი სრული ფასის გადახდის გარეშე, Sony-ს კონსოლს ერთ-ერთ დიდ უპირატესობას მიანიჭებს Xbox-სთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით Game Pass-ს 18 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. https://bit.ly/3a0nbVI Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.