Jump to content

NASA-მ და SpaceX-მა Crew-3-ის პილოტირებული ფრენა 23 ოქტომბრისთვის ჩანიშნეს


Recommended Posts

NASA- და SpaceX-მა განაცხადეს, რომ მათი ერთობლივი მისია Falcon-9 რაკეტისა და Crew Dragon-ის გამოყენებით 23 ოქტომბერს ამოქმედდება. მისიის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ოთხი ასტრონავტი გაიგზავნება. 

image.jpeg 

ამ გადაწყვეტილების ფონზე ორივე ორგანიზაცია ემზადება მისია Crew-2-სთვის, რომელიც 22 აპრლისთვისაა დაგეგმილი. Crew-2 ორბიტალურ სადგურზე წაიყვანს სამი სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოს ეკიპაჟის წევრებს, ესენი არიან: NASA-ს სპეციალისტები - რაკეტის მეთაური Robert Shane Kimbrough და პილოტი Megan McArthur; ასევე იაპონიის აეროკოსმოსური სააგენტოსა (JAXA) ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA)  ასტრონავტები: Akihiko Hoshide და Thomas Pesquet, შესაბამისად. 

image.jpeg 

Crew-3 მისიის ფარგლებშიც ოთხი ასტრონავტი გაემგზავრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და დარჩებიან 6 თვის ვადით. გასული წლის დეკემბერში NASA-მ უკვე შეარჩია SpaceX Crew-3 მისიის სამი წევრი - NASA-ს კოსმონავტების მეთაური Raja Chari და პილოტი Tom Marshburn, ასევე ESA-ს სპეციალისტი Matthias Maurer. მოგვიანებით უნდა დასახელდეს ეკიპაჟის მეოთხე წევრი - შესაძლოა ეს იყოს რუსი კოსმონავტი სერგეი კორსაკოვი. 

Crew-3-ის დაგეგმილ გაშვებასთან დაკავშირებით Crew-2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე 31 ოქტომბრამდე დაბრუნდება: ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსური სადგური  პასუხისმგებლობას აიღებს მომდევნო მკვიდრებზე. Crew-3 მისია იქნება SpaceX-ის მესამე სრულფასოვანი ფრენა NASA-სთვის - კომპანიამ ორი ვეტერანი ასტრონავტი ორთვიან სადემონსტრაციო მისიაში 2020 წლის მაისში გაუშვა. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში SpaceX-მა ასევე გამოაცხადა Inspiring4–ის, ”მსოფლიოში პირველი სამოქალაქო კოსმოსური მისიის დაწყების შესახებ. ეს პილოტირებული ფრენა სექტემბერში შედგება და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ეკიპაჟის ოთხივე წევრის ვინაობა. მისია ხანმოკლე იქნება: კოსმოსური ტურისტები ორბიტაზე დარჩებიან სამი დღის განმავლობაში, სიმაღლე დაახლოებით 540 კილომეტრი იქნება. მისიაში გამოყენებული იქნება სპეციალური კონსტრუქციის ახალი Crew Dragon კოსმოსური კაფსულა, რომელშიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან დამაკავშირებელი შლუზი მინის გუმბათით შეიცვლება. 

image.jpeg 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.