Jump to content

ESA-მ შექმნა სფეროსებრი სპელეორობოტი DAEDALUS მთვარის გამოქვაბულებს გამოსაკვლევად


Recommended Posts

image.png

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) წარმოადგინა რობოტი-სპელეოლოგი DAEDALUS, რომელიც უახლოეს მომავალში შეისწავლის მთვარეზე არსებულ გამოქვაბულებს. 

გამოქვაბულები განიხილება, როგორც ადგილები, სადაც მომავალი მისიების მონაწილეებ შეძლებენ თავი შეფარონ მთვარის მკაცრ პირობებ, ასევე როგორც ნედლეულის წყაროები - პირველ რიგში ყინული, რომელიც საჭიროა წყლის მოსაპოვებლად და სარაკეტო საწვავის შესაქმნელად. 

მთავარი პრობლემა ის არის, რომ უმეტეს გამოქვაბულში შესასვლელები ვერტიკალური ჭრილებია, რომლებიც ჩვეულებრივი როვერებისთვის მიუწვდომელია. მაგრამ ქალაქ ვიურცბურგის იულიას-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ინჟინრების მიერ შემუშავებული DAEDALUS რობოტი შეძლებს გაუმკლავდეს ამ ამოცანას. 

image.png 

როდესაც მთვარის ზედაპირს მიაღწევს, DAEDALUS მოცილდება ტრანსპორტერ მანქანას და გამოუშვებს სპეციალურ საცეცებს. მათი მეშვეობით იგი შეძლებს გადაადგილებას, ასევე დაბრკოლებების გადალახვას და მთვარის ქანების ანალიზს. ამასთან, იგი ზედაპირთან დაკავშირებული იქნებ სპეციალური საბელით, რომელიც გარდაიქმნება Wi-Fi მიმღებად და უზრუნველყოფს დედამიწასთან კავშირს. ლიდარის გამოყენებით რობოტი შეადგენს გამოქვაბულის 3D-მოდელს, აგრეთვე გაზომავს ტემპერატურასა და რადიაციის დონეს. 

ამ დროისთვის სენსორებისა და გადაადგილების სისტემების შესამოწმებლად სამი DAEDALUS პროტოტიპია აწყობილი. მეოთხე უკვე ბევრად უფრო ფუნქციონალურია და წარმოადგენს კომპაქტურ მოწყობილობა დამატებითი ფუნქციების ნაკრებითა და მაღალი ავტონომიურობით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.