Jump to content

Boston Dynamics-მა წარადგინა რობოტი-მტვირთავი Stretch საწყობებში ყუთების დალაგებისთვის


Recommended Posts

კომპანია Boston Dynamics-მა, რომელმაც სახელი გაითქვა რობოტექნიკის სფეროში საქმიანობით, წარადგინა ახალი პროექტი სახელწოდებით Stretch. ეს რობოტი განკუთვნილია სასაწყობე დაწესებულებებში ტვირთის გადატანისთვის. 

image.jpeg 

Boston Dynamics 

საწარმოო დანიშნულების რობოტის შექმნის იდეა გაჩნდა ჰუმანოიდ Atlas-ის დემონსტრაციის შემდეგ. „სხვა დანარჩენთან ერთად ჩვენ ვაჩვენეთ, როგორ შეუძლია მას ყუთების ტარება და ამან დიდი ინტერესი გამოიწვია საწყობების მფლობელებს შორის. ვიფიქრეთ, რომ შეგვეძლო შეგვექმნა უფრო მარტივი რობოტი, რომელიც სასაწყობე დავალებებს გაუმკლავდებოდა“ - განაცხადა Boston Dynamics-ის პროდუქტების შემუშავების ვიცე-პრეზიდენტმა Kevin Blankespoor-მა. 

წინა პროექტებისგან განსხვავებით, ახალ რობოტი მაქსიმალურად პრაქტიკული სტილისაა. რობოტს აქვს კვადრატული პლატფორმა საბურავებით, „აღქმის ანძა" კამერებითა და სენსორებით და უზარმაზარი რობოტიზებული მკლავი ნივთის გადასატანად განკუთვნილი უამრავი მანიპულატორით. კონსტრუქცია 23 კგ ტვირთის გადატანის საშუალებას იძლევა. 

Boston Dynamics-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ამ მოდელის მთავაი დადებითი მახასიათებელი ის არის, რომ იგი ხელს უწყობს ავტომოტიზაციის პროცესს იმ ადგილებში, სადაც ინფრასტრუქტურა არ არის ხელმისაწვდომი. რობოტი შესაძლებელია მოთავსდეს სატვირთოში, გასასვლელში ან კონვეირთან. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შედეგად გაიზრდება პოტენციური მომხმარებლების რიცხვი. ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ზოგიერთი გაურბის წარმოების სრულად ავტომატიზაციას სიძვირის გამო. 

კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Stretch-ის სიჩქარე მეტად შეზღუდულია მოძრაობის რთული სისტემის გამო. მისი „ხელი“ მიმაგრებულია უშუალოდ კორპუსზე, რომელიც მასთან ერთად მოძრაობს, ბალანსის დაცვა კი ხერხდება კონსტრუქციის ძირზე არსებული საპირწონეს მეშვეობით. შედეგად, რობოტის მაქსიმალური შედეგია საათში 800 ყუთის გადატანა. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს მაჩვენებელი ადამიანის სიჩქარის ტოლია. 

Stretch-ის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ რობოტის მართვას შეძლებს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამდენიმესაათიან სწავლებას გაივლის. პირველი საპილოტე ნიმუშების ბაზარზე გამოსვლა 2022 წლისთვის არის დაგეგმილი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.