Jump to content

Microsoft-ის ხელმძღვანელი ბრედ სმიტი კერძო ციფრული ვალუტების წინააღმდეგ გამოვიდა


Recommended Posts

image.jpeg

ტექნოლოგიური კომპანიები არ უნდა უშვებდნენ ვალუტებს, ეს მისია სახელმწიფოს უნდა დაუტოვონ - განაცხადა Microsoft-ის პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა. 

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაზე მან აღნიშნა: 

”ფულის ემისიას პრაქტიკულად ერთმნიშვნელოვნად უნდა მართავდეს სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე და რეალურად ფიქრობს მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებზე, ეს კი ნიშნავს ხელისუფლებას.” 

2019 წელს Facebook-მა წამოაყენა ინიციატივა ფიატურ ფულთან დაკავშირებულ გლობალურ ციფრულ ვალუტა Libra-ს გამოშვების პროექტი, რამაც მარეგულირებელი ორგანო შეშფოთება გამოიწვია. 

2020 წლის დეკემბერში მონეტის შექმნაზე მომუშავე Libra Association-მა შეიცვალა სახელი და გახდა Association Diem Association, შესაბამისად გადაერქვა სახელი სამომავლო Stablecoin-საც. Facebook-მა დაადასტურა განზრახვა, რომ Diem უნდა გამოვიდეს 2021 წელს. 

სმიტი მიიჩნევს, რომ ფული უნდა გამოსცეს მათ, ვინც ამას საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა. კომპანია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული გეგმები არ აქვს. მან დაამატა: 

”ჩვენ არ ვართ ბანკი არ გვინდა გავხდეთ იგი და კონკურენცია გავუწიოთ ჩვენს მომხმარებლებს - ფინანსურ ინსტიტუტებს.” 

შეგახსენებთ, BIS-ის კვლევის თანახმად ცენტრალური ბანკების უმეტესობა იკვლევს ეროვნული ციფრული ვალუტების (CBDC) გამოყენების სხვადასხვა ვარიანტს. 

ჩინეთი უკვე ატარებს ციფრული იუანის მასობრივ ტესტირებას, ხოლო ბაჰამის კუნძულებმა გამოუშვა Sand Dollar. 

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა რისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ მარეგულირებელი არ იჩქარებს საკუთარი CBDC-ის გამოშვებას. თუ გადაწყვეტილება მიიღება, მას შეიძლება ორიდან ოთხ წლამდე დასჭირდეს. 

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა Stablecoin-ების რეგულირებას უფრო მნიშვნელოვანი უწოდა, ვიდრე ციფრული აშშ დოლარის გამოშვება. მისივე თქმით, ამერიკის ხელისუფლება არ ცდილობს მსოფლიოში პირველმა გამოსცეს CBDC, რადგან ისინი უკვე გახდნენ პირველები მსოფლიო სარეზერვო ვალუტის შექმნით. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.