Jump to content

Qualcomm აპროექტებს Nintendo Switch-ის მსგავს გეიმინგ-კონსოლს Android-ის ბაზაზე


Recommended Posts

რესურს AndroidPolice-ის მონაცემებით კომპანია Qualcomm გეგმავს პორტატული გეიმინგ კონსოლის გამოშვებას. გამომცემლობის თქმით, მათ ნახეს მოწყობილობის პროტოტიპის ფოტო, თუმცა საზოგადოებისთვის გაზიარება ჯერ არ შეუძლიათ. კონსოლი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android-ზე და გარეგნულად ჰგავს Nintendo Switch-ს. 

image.jpeg 

Nintendo Switch 

Qualcomm-ის გეიმინგ კონსოლი აგებული იქნება Snapdragon-პროცესორზე, ექნება განშტოებული კონტროლერები და ვიზუალურად მასიური სმარტფონის მსგავსი იქნება. ამგვარი გარეგნული დიზაინი გასაგებია: დიდი ზომა მეტ შესაძლებლობას ტოვებს გაგრილების ეფექტური სისტემის ორგანიზებისა და მეტი წარმადობის უზრუნველყოფისთვის, თუმცა ამავ დროს პროცესორი ნაკლებად ენერგოეფექტურია. ასევე, კომპანია კონსოლში არსებულ თავისუფალ სივრცეს გამოიყენებს 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეის განთავსებისთვის, რომელსაც ექნება სწრაფი დამუხტვის (Quick Charge) მხარდაჭერა. 

არსებული ინფორმაციით, გეიმინგ კონსოლის შექმნისას Qualcomm თანამშრომლობს გეიმინგ პერიფერიის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერთან, თუმცა კომპანია მის სახელს არ ახმაურებს. ასევე უცნობია კონსოლისა და დისპლეის ზუსტი ზომები. 

პორტატული კონსოლი შესაძლებელია დაუკავშირდეს ტელევიზორსა და მონიტორს, თუმცა უცნობია, ამისთვის გამოყოფილი იქნება რაიმე ცალკეული პორტი, მაგალითად mini-HDMI, თუ ამ ფუნქციას უზრუნველყოფს USB Type-C პორტი, რომელი კონსოლს ნამდვილად ექნება. 

თამაშებისა და პროგრამებისთვის ხელმისაწვდომი სივრცის გასაფართოებლად კონსოლში გათვალისწინებულია SD ბარათის სლოტი. მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემა  Android 12-ზე და ექნება სპეციალური ლაუნჩერი Google Play მარკეტის ყველა აპლიკაციისა და სერვისის მხარდაჭერით. კომპანიას ასევე სურს დაამატოს Epic Games Store-ის მხარდაჭერა და საკუთარი კონსოლისთვის შექმნას საკუთარი მარკეტი ციფრული კონტენტით. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა კომპანია ქლაუდ გეიმინგ პლატფორმებთან - Google Stadia-სა და NVIDIA GeForce Now-სთან თანამშრომლობას. 

Qualcomm-ის გეგმაშია კონსოლის გამოშვება 2022 წლის პირველ კვარტალში. ამრიგად, გეიმინგ კონსოლი, დიდი ალბათობით, დამყარებული იქნება ახალ, ჯერ დაუანონსებელ Snapdragon-ჩიპსეტზე. უცნობია, იქნება თუ არა ეს რაიმე სპეციალიზებული ვერსია. კონსოლს ექნება ყველა ის ფუნქცია, რაც მოცემულია ნებისმიერ Android-მოწყობილობაში: Bluetooth, GPS, აქსელერომეტრი, ორზონიანი ტაქტილური სენსორი, 5G მხარდაჭერა. შესაძლოა გამოვიდეს ასევე ვერსია მხოლოდ Wi-Fi მხარდაჭერით. 

Qualcomm-ის კონსოლის ფასი დაახლოებით 300 აშშ დოლარი იქნება, თუმცა რა შევა ამ ფასში და რომელ ვერსიაზეა საუბარი - არ ხმაურდება. კონსოლი გაიყიდება უშუალოდ პირდაპირ მყიდველებზე. გარდა ამისა, კომპანია შესაძლოა დაუკავშირდეს ამერიკულ ფიური კავშირის ოპერატორებს. წარმოების მოცულობას რაც შეეხება. ახალი პორტატული კონსოლი, დიდი ალბათობით, ვერ გაუწევს პირდაპირ კონკურენციას Nintendo Switch-ს: კომპანიას არ აქვს მომენტალური წარმატების იმედი. კომპანიას სურს შთააგონოს პარტნიორები  შეისწავლონ ახალი ფორმ-ფაქტორები, რადგან მობილურ მოწყობილობებსა და სათამაშო კონსოლებს შორის საზღვრები სულ უფრო იშლება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...