Magdalena Posted March 25, 2021 Posted March 25, 2021 უახლოეს თვეებში კომპანია Sony აპირებს წაახალისოს პოტენციური მყიდველები ახალი ტექნიკის შესაძენად. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია შეწყვეტს PlayStation Store-ზე PlayStation 3-ს, PlayStation Portable-სა და PlayStation Vita-ს მხარდაჭერას. ძველი თამაშების მოყვარულებს მიეცათ რეკომენდაცია - ჩამოტვირთონ კონტენტი ან შეიძინონ დისკები. თამაშების ჩატვირთვის შესაძლებლობას პირველ რიგში გამოეთხოვება PlayStation 3 და PlayStation Portable – 2 ივლისიდან შეწყდება ამ ტიპის კონსოლების მხარდაჭერა. გაცილებით ახალი PlayStation Vita-ს მხარდაჭერა გაგრძელდება ზაფხულის ბოლომდე - მას მაღაზიიდან გათიშავენ 27 აგვისტოს. PlayStation Portable პირველად იაპონიაში გამოჩნდა 2004 წლის დეკემბერში, მომდევნო წელს კი გაყიდვები დაიწყო რეგიონალურ ბაზრებზე. ეს იყო Sony-ს პირველი „ჯიბის“ კონსოლი, რომელიც კონკურენციას უწევდა იმ დროს პოპულარულ Nintendo DS-ს. Sony-ს მოდელმა დიდი წარმატება მოიპოვა. საერთო ჯამში, ექსპერტების აზრით, გაიყიდა 80-82 მილიონი ეგზემპლარი, ოფიციალურად კი - 76.4 მლნ 2012 წლის მარტამდე, თუმცა ისიც ცნობილია, რომ გაყიდვები გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ გაგრძელდა. PlayStation 3 გამოვიდა 2006 წლის ნოემბერში იაპონიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გაყიდვების არც ისე კარგად დაწყების მიუხედავად საერთო ჯამში 2017 წლის მარტისთვის 87.4 მილიონი კონსოლი გაიყიდა - ოდნავ მეტი, ვიდრე Microsoft Xbox 360. სამიდან ყველაზე ახალი, მაგრამ ნაკლებად წარმატებული არის PlayStation Vita. იგი 2011 წელს გამოვიდა იაპონიაში და 2012 წელს - დანარჩენ მსოფლიოში. ეს სიახლე, რომელიც შეიქმნა PS Portable-ს შესაცვლელად, იმდენად ცუდად იყიდებოდა, რომ მწარმოებელმა 2012 წელს შეწყვიტა გადაზიდვების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება. ზოგიერთი ცნობით, კონსოლის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 16 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. http://bit.ly/316lDEZ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.