Jump to content

ჩინური ელექტრომობილი გაყიდვებში ლიდერი გახდა იანვარსა და თებერვალში და Tesla Model 3 უკან ჩამოიტოვა


Recommended Posts

მცირე ზომის ჰეჩბეკი Hong Guang Mini EV გლობალურ გაყიდვებში მოწინავეა 2021 წლის პირველ ორ თვის განმავლობაში, მან ჩაანაცვლა ყოფილი ლიდერი, Tesla Model 3. იანვარსა და თებერვალში ჩინურმა კომპანია Wuling-მა გაყიდა 56000-ზე მეტი Hong Guang Mini ელექტრომობილი. 

image.jpeg 

Wuling-მა იანვარში 36 ათასზე მეტი ჰეჩბეკი გაყიდა, ხოლო თებერვალში 20 ათასზე მეტი, Model 3-ის გაყიდვებმა იანვარსა და თებერვალში კი, შესაბამისად, 21.500 და 13.700 ერთეული შეადგინა. 

ელექტრომობილი Hong Guang Mini EV შეიქმნა ჩინური სახელმწიფო კომპანიების - SAIC Motor-ის, Wuling Motors-ისა და ამერიკული საავტომობილო კონცერნ General Motors-ის ერთობლივი ძალისხმევით. ჩინეთში მას უწოდებენ უბრალოდ Wuling-ს. 

image.jpeg 

Hong Guang Mini EV ელექტრომობილის ფასი ჩინეთში დაახლოებით 4500 აშშ დოლარიდან იწყება. მანქანის სიგრძეა 2.92 მეტრზე ცოტა ნაკლები, სიმაღლე - 1.63 მეტრი. საბურავების ბაზა 1.95 მეტრის ტოლია, წონა - 665 კგ. ერთ სრულ დამუხტვაზე ელექტრომობილის სვლის მარაგი შეადგენს 170 კილომეტრს, მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ. როგორ მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, ელექტრომობილში შესაძლებელია მოთავსდეს ოთხი ადამიანი, უკანა სავარძელი შესაძლებელია დაიკეოს ისეთ შემთხვევაში, თუკი საჭირო იქნება ტვირთის ტრანსპორტირება. 

ამჟამად Hong Guang Mini EV იყიდება მხოლოდ ჩინეთში, სადაც მან Tesla Model 3-ს გაყიდვების მასშტაბით გადაუსწრო 2020 წლის შუა პერიოდში, მეორე ადგილზე გავიდა წლის ჭრილში მიუხედვად იმისა, რომ მისი რეალიზაცია მხოლოდ ივლისში დაიწყო. ცნობილია, რომ კომპანია ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპაში ელექტრომობილის გაყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მანქანის ფასი შესაძლოა ორჯერ გიზარდოს ევროკავშირის უფრო მკაცრი გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.