Jump to content

გაყიდვაში გამოვიდა ვიდეო დაფა მაინინგისთვის - Palit GeForce CMP 30HX, ფასი - 700$


Recommended Posts

მაინინგზე სპეციალიზებული ერთ-ერთი ვიდეო დაფა NVIDIA CMP 30HX არაბულ რითეილერ Microless-ის ასორტმენტში გამოჩნდა. დუბაიში მოქმედმა სავაჭრო ობიექტმა Palit-ის მიერ წარმოებული ვერსია 724 აშშ დოლარად შეაფასა. ვიდეო დაფა დაფუძნებულია NVIDIA CMP-ის (Cryptocurrency Mining Processor) ერთ-ერთ პროცესორზე. ამ სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებლების დანიშნულებაა GeForce გეიმინგ ვიდეო დაფებიდან გადაიტანოს მაინერების ყურადღება. 

image.jpeg 

Palit GeForce CMP 30HX (NE630HX017J9-1160X) მოდელის GPU-ის საბაზისო სიხშირეა 1530 მჰც, დატვირთვის ქვეშ შესაძლებელია მისი გაზრდა 1785 მჰც-მდე. ეს მახასიათებლები შეესაბამება Palit GeForce GTX 1660 Super GP გეიმინგ ვიდეო დაფის შესაძლებლობებს. რითეილერი არ ასახლებს NVIDIA CMP 30HX მოდელის შემადგენლობაში არსებული CUDA ბირთვების რაოდენობას, თუმცა ავარაუდოდ მათი რიცხვია 1408, რადგანაც იგი დამყარებულია იმავე TU116 (Turing) ჩიპზე, რომელზეც GeForce GTX 1660 Super. 

image.jpeg 

Palit GeForce CMP 30HX დაფას ისევე, როგორც გრაფიკული ამაჩქარებლის გეიმინგ-ვერსიას, აქვს 6 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება 192-ბიტიანი სალტით, რომელიც მუშაობს ეფექტურ 14 გჰც სიხშირეზე. შედეგად ვიდეო დაფის მეხსიერება უზრუნველყოფს 336 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული დაფა განკუთვნილია მხოლოდ მაინინგისთვის, მას არ გააჩნია არანაირი გარე ვიდეოინტერფეისი. 

TDP-ის დონე 125 ვატს შეადგენს. გრაფიკული ამაჩქარებლისთვის დამატებითი კვების მიწოდებას უზრუნველყოფს ერთი 8-პინიანი კონექტორი. ამაჩქარებელი მზადაა უზრუნველყოს კრიპტოვალუტა Ethereum-ის მოპოვების ეფექტურობა 26 მჰეშ/წმ დონეზე. 

უნდა აღინიშნოს, რომ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში პროდუქტის საფასური შეიცავს 5%-იან დღგს. შესაბამისა, მოსაკრებლის გარეშე Palit GeForce CMP 30HX დაფის ღირებულება შეადგენს 689.37 აშშ დოლარს. 

 

Link to comment
Share on other sites

ძალიან ძვირი ფასი ადევს 125 ვატიანისთვის, ჩემი GTX 1080 2016 წლის მაისში გამოსული ჭამს 130 ვატამდე და 34მჰ/სეკ მუშაობს ეთერეუმის ალგოზე, ეგ თან არც ითვლება ძალზე ბევრათ უკვე, იგივე 3060 ბეტა დრაივერით შეუძლია 50მჰ/სეკ მუშაობაო, ეგეც ვინ იყიდის 700$ მაგ ფასში, იმას გაყიდი მაინც მერე გეიმინგისთვის მშვენიერი იქნება, 3060Ti შეიძლება შეძლო მაგ ფასათ ყიდვა, ჩვენთან თუ არა შტატებში, ადვილი არაა მაგრამ მაინც, ეგ კი 26 კი არა და 60მჰ/სეკ მუშაობს უკვე და 130 ვატზე თან, ამდ ანალოგიც ეგეთივე ძვირი და დაბალი ჰეშრეიტით თუ იქნება არც მაგას ექნება დიდი სპროსი ალბათ, თუმცა ეხლა ყველაფერს იღებენ დეფიციტის გამო მაინერები, ნო ზოგიერთები, მე არაფერში მაწყობს მაგ ფასათ კარტების ყიდვა, ისევ ტრეიდინგი მირჩევნია მასეთ ფასებში კარტების შესყიდვას

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.