Magdalena Posted March 20, 2021 Share Posted March 20, 2021 რეითრეისინგის ტექნოლოგია საჭიროებს გრაფიკული ადაპტერის დიდ რესურსს, ამცირებს fps-ს და იწვევს არც ისე მაღალი წარმადობის მქონე ვიდეო დაფების მფლობელების უკმაყოფილებას. NVIDIA-ს აქვს გადაწყვეტილება ამ მიმართულებით - ტექნოლოგია DLSS (ამჟამად უკვე 2.0 ვერსია), რომელიც საშუალებას იძლევა საგრძნობლად გაიზარდოს წარმადობა გამომსახულების ხარისხის პრაქტიკულად შეუმჩნეველი კარგვის ხარჯზე. კომპანია AMD ასევე მუშაობს ანალოგიურ ტექნოლოგიაზე, რომლის სახელწოდებაა FidelityFX Super Resolution. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა Scott Herkelman-მა აღნიშნა ახალი ფუნქციის მთელი რიგი საინტერესო დეტალები, რესურს VideoCardz-მა კი აქედან გამოყო მთავარი მახასიათებლები. AMD-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანიის სპეციალისტები კვლავ მუშაობენ ახალი ტექნოლოგიის შემუშავებაზე, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან ტექნიკური საკითხების გარდა საჭიროა სხვადასხვა გაფართოებაზე მუშაობის სირთულეების შესწავლა. დეველოპერებისა და პარტნიორების გარემოში ფუნქციის დანერგვისთვის აუცილებელია "ნიადაგის მომზადება". ფოტოს წყარო: AMD გარდა ამისა, სკოტ ჰერკელმანმა აღნიშნა, რომ FidelityFX Super Resolution ტექნოლოგია (შემოკლებით FSR) სულაც არ იქნება დაფუძნებული მანქანური სწავლების საფუძველზე, რაც საკმაოდ მოსალოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ AMD-ის გრაფიკულ პროდუქტებს ამისათვის ბირთვები არ აქვთ გამოყოფილი. მან ასევე განაცხადა, რომ გათვალისწინებულია დეველოპერებისთვის და გეიმინგ-საზოგადოებისთვის შექმნილი კომფორტი, ასევე პლატფორმებსშორისი სწრაფი დანერგვის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია გათვალისწინებულია მთელი რიგი პლატფორმებისთვის, FidelityFX Super Resolution უპირველეს ყოვლისა ამოქმედდება პერსონალურ კომპიუტერებზე. რაც შეეხება ახალი ფუნქციის დებიუტს, AMD-ს წარმომადგენელს ზუსტი თარიღი არ გაუხმაურებია, თუმცა განაცხადა, რომ მოვლენას მიმდინარე წელს უნდა ველოდოთ. http://bit.ly/3cO9Kch 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted March 20, 2021 Share Posted March 20, 2021 8 minutes ago, Magdalena said: მიმდინარე წელს რა ამბავია პრინციპში, ჯობს არ იჩქარონ და ღირსეული კონკურენტი გამოვიდეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.