Jump to content

AMD FidelityFX Super Resolution (NVIDIA DLSS-ის ანალოგი) ამოქმედდება მიმდინარე წელს და ჯერჯერობით ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერებზე


Recommended Posts

რეითრეისინგის ტექნოლოგია საჭიროებს გრაფიკული ადაპტერის დიდ რესურსს, მცირებს fps-ს და იწვევს არც ისე მაღალი წარმადობის მქონე ვიდეო დაფების მფლობელების უკმაყოფილებას. NVIDIA-ს აქვს გადაწყვეტილება ამ მიმართულებით - ტექნოლოგია DLSS (ამჟამად უკვე 2.0 ვერსია), რომელიც საშუალებას იძლევა საგრძნობლად გაიზარდოს წარმადობა გამომსახულების ხარისხის პრაქტიკულად შეუმჩნეველი კარგვის ხარჯზე. 

კომპანია AMD ასევე მუშაობს ანალოგიურ ტექნოლოგიაზე, რომლის სახელწოდებაა FidelityFX Super Resolution. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა Scott Herkelman-მა აღნიშნა ახალი ფუნქციის მთელი რიგი საინტერესო დეტალები, რესურს VideoCardz-მა კი აქედან გამოყო მთავარი მახასიათებლები. 

AMD-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანიის სპეციალისტები კვლავ მუშაობენ ახალი ტექნოლოგიის შემუშავებაზე, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან ტექნიკური საკითხების გარდა საჭიროა სხვადასხვა გაფართოებაზე მუშაობის სირთულეების შესწავლა. დეველოპერებისა და პარტნიორების გარემოში ფუნქციის დანერგვისთვის აუცილებელია "ნიადაგის მომზადება". 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

გარდა ამისა, სკოტ ჰერკელმანმა აღნიშნა, რომ FidelityFX Super Resolution ტექნოლოგია (შემოკლებით FSR) სულაც არ იქნება დაფუძნებული მანქანური სწავლების საფუძველზე, რაც საკმაოდ მოსალოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ AMD-ის გრაფიკულ პროდუქტებს ამისათვის ბირთვები არ აქვთ გამოყოფილი. მან ასევე განაცხადა, რომ გათვალისწინებულია  დეველოპერებისთვის და გეიმინგ-საზოგადოებისთვის შექმნილი კომფორტი, ასევე პლატფორმებსშორისი სწრაფი დანერგვის შესაძლებლობა. 

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია გათვალისწინებულია მთელი რიგი პლატფორმებისთვის, FidelityFX Super Resolution უპირველეს ყოვლისა ამოქმედდება პერსონალურ კომპიუტერებზე. რაც შეეხება ახალი ფუნქციის დებიტს, AMD-ს წარმომადგენელს ზუსტი თარიღი არ გაუხმაურებია, თუმცა განაცხადა, რომ მოვლენას მიმდინარე წელს უნდა ველოდოთ. 

 

  • Like 1
  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

8 minutes ago, Magdalena said:

მიმდინარე წელს

რა ამბავია

პრინციპში, ჯობს არ იჩქარონ და ღირსეული კონკურენტი გამოვიდეს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.