Jump to content

Volkswagen-ის ელექტრომობილებს შეეძლებათ ენერგიის მიწოდება სახლისთვის


Recommended Posts

Volkswagen-ის ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ 2023 წლიდან დაიწყება უნიფიცირებული პრიზმული აკუმულატორის წარმოება, რომელიც ათწლეულის ბოლოს დაინერგება კონცერნის ელექტრომობილების 80%-ში. როგორც ცნობილია, იგი შეძლებს უკუმიმართულებით მუხტის გადაცემას. Volkswagen ასევე შექმნის ქსელისგან დამოუკიდებელ დამტენ სადგურებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: The Verge, Volkswagen 

როგორც რესურსი The Verge განმარტავს, 2022 წლიდან MEB პლატფორმაზე შექმნილი ყველა ელექტრომობილი შეძლებს ელექტროენერგიის გადაცემას გარე მომხმარებლებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ფლობელებ არა მარტო შეეძლებათ ხელსაწყოების ან საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის ელექტროენერგიის გადაცემა ქალაქგარეთ გასვლისას, არამედ ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში შეძლებენ საკუთარი სახლების ელექტროენერგიით მომარაგება. ცოტა ხნის წინ ლონ მასკმა განააცხადა, რომ Tesla- Cybertruck ელექტრო პიკაპი შეძლებს ტრილერისთვის ენერგიის მიწოდებას თავისი ელემენტებიდან.  

საინტერესოა ის, რომ Tesla-ს ამჟამად არსებული ელექტრომობილების ექსპლუატაციისას ენერგიის წყაროდ გამოიყენება სტანდარტული 12-ვოლტიანი ბატარეა ინვერტორთან ერთად და ამგვარი კავშირი ხანგრძლივი ვადით საკმარისი არ არის.  

Volkswagen-ის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ კომპანია წარადგენს არა მხოლოდ სტაციონარულ, არამედ მობილურ დამტენ სისტემებსაც. რეალურად, ისინი პრინციპის მხრივ შეიძლება შევადაროთ სმარტფონების გარე ბატარეებს - მათ შეუძლიათ იმუშაონ ქსელთან მუდმივი კავშირის გარეშე. ასევე შემუშავებულია დამტენი სადგურის რობოტიზებული ვერსია, რომელიც აღჭურვილია სპეციალური მანიპულატორით. როგორც ჩანს, ასეთ გადაწყვეტილებებზე მოთხოვნა გაჩნდება ავტოპილოტზე გადასვლის შემდეგ, როდესაც ელექტრომობილებს თავად შეეძლებათ მიაკითხონ დამტენ სადგურებს. 

ღონისძიებაზე ასევე გაირკვა, რომ Volkswagen-ის ძალისხმევა - დაიწყოს ბატარეების დამოუკიდებელი წარმოება Northvolt-თან ტანდემში სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია უარს იტყვის გარე მომწოდებლებისგან ბატარეების შესყიდვაზე. კონცერნი გააგრძელებს ბატარეების შეძენას LG Energy Solution-ის, SK Innovation-ის, CATL-ისა და Samsung SDI-სგან. უფრო შორეულ პერსპექტივაში თავის ნაყოფს გამოიღებს ინვესტიცია QuantumScape-ში - ეს გახლავთ მყარი ელექტროლიტის აკუმულატორების მწარმოებელი, რომლის პროდუქტში მოცულობა გაიზრდება 80%-ით, გაორმაგდება მუხტის შენარჩუნების სიმკვრივე და უფრო უსაფრთხო იქნება ექსპლუატაციისას. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.