Jump to content

Mini 2025 წელს გამოუშვებს ბოლო მანქანას შიდაწვის ძრავით, 2030 წლიდან კი ელექტრო ძრავებზე გადავა


Recommended Posts

გამკაცრებული ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით ბევრმა მანქანათმშენებელმა კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს, როდის იტყვის უარ შიდაწვის ძრავის მქონე მოდელების წარმოებაზე. BMW's Mini-ს შემთხვევაში მსგავსი გრაფიკი უკვე დადგენილია. შიდაწვის ძრავის მქონე ბოლო ავტომობილი გამოვა 2025 წელს, 2030 წლიდან კი Mini გამოუშვებს მხოლოდ ელექტრომობილებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Electrek 

ამის შესახებ გერმანული გამომცემლობა Der Spiegel იუწყება. წყაროს ცნობით, 2027 წლისთვის Mini აპირებს ელექტრომობილების წილი ბრენდის გაყიდვების სტრუქტურაში 50%-მდე გაზარდოს. Mini-ს ასორტიმენტში მხოლოდ სამი მოდელია სხვადასხვა მოდიფიკაციითა და ძრავით: Cooper, Clubman და Countryman, ამიტომ მშობელი კომპანია BMW-ს გადაწყვეტილება ელექტროფიკაციის დაწყების შესახებ ლოგიკურად გამოიყურება. Mini-ს მარკის ელექტრო მანქანა უკვე არსებობს - ეს არის Cooper SE მოდელი, რომელსაც მალე შეუერთდება ელექტრო კროსოვერი. ჯერ კიდევ 2009 წელს ელექტრო Mini E გვევლინებოდა სატესტო პლატფორმის სახით, შემდეგ BMW-მ პირველი სერიის კორპუსში ჩააყენა "ელექტრო შიგთავსი", პირველი მასობრივი წარმოების ელექტრო მანქანა კი იყო BMW i3, რომელიც ფართოდ არ გავრცელებულა. 

ცოტა ხნის წინ წარმოდგენილ BMW iX3-ს გააჩნია ძრავის ფართო სპექტრი, მათ შორისაა ელექტრო ვარიანტი. 2018 წელს კომპანიამ პირობა დადო, რომ 2025 წლისთვის თორმეტ სრულიად ელექტრო მოდელ გამოუშვებს. ფაქტობრივად, ამ პერიოდის დასრულებამდე ოთხი წლის განმავლობაში BMW-მ უნდა წარადგინოს ელექტრომობილის ათი ახალი მოდელი. 

გერმანიაში, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში, აიკრძალება შიდაწვის ძრავის მქონე ახალი მანქანების გაყიდვა. ჩინეთში, სადაც BMW ყიდის ავტომობილების უმეტეს ნაწილს, მხოლოდ ჰიბრიდული და ელექტრომობილები დაიშვება 2035 წლიდან. ძნელია იმის განსჯა, რამდენად წარმატებით მოერგება BMW ახალ საბაზრო მოთხოვნებს, რადგან აქამდე იგი სერიოზულ ფსონს დებდა შიდაწვის ძრავზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.