Jump to content

Tesla-ს გერმანული ქარხანა საქმიანობის უფლებას აპრილში მიიღებს


Recommended Posts

Tesla-ს ახალი ქარხნის მშენებლობას ბერლინის მიდამოებში მუდმივად ხელს უშლიდა სხვადასხვა ფაქტორი: გარემოს დამცველები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ხეების ჩეხვსა და ადგილობრივ ფაუნაზე მშენებლობის გავლენასთან, აგრეთვე წყლის რესურსების ნაკლებობასთან დაკავშირებით. ამჯერად საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საწარმოს აღჭურვილობის მონტაჟის ნება დართო და ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია უახლოეს თვეებში შეძლებს საქმიანობის დაწყებას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Electrek 

გერმანული გამომცემლობა Handelsblatt მუნიციპალური ხელისუფლების ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მარტში Tesla-მ შეძლო ნებართვის მიღება საწარმოს მშენებლობის გასაგრძელებლად, თუმცა ფაქტიურად ყველა ტიპის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ცალკე უნდა იყოს კოორდინირებული. საწარმო საქმიანობის დამტკიცება გარემოს დაცვი მოთხოვნების გათვალისწინებით შეიძლება გაიცეს აპრილის დასაწყისში, კომპანიამ უკვე მიიღო ტექნოლოგიური მოწყობილობების დამონტაჟების უფლება. ივლისისთვის შესაძლოა ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს, როგორც დაგეგმილი იყო. 

ივლისამდე დარჩენილ დროში Tesla-ს შეეძლება შეამოწმოს საინჟინრო ქსელები და საწარმოო მოწყობილობები, ასევე განახორციელოს ელექტრომობილების საცდელი აწყობა. საბოლოო ნებართვის მოპოვების გარეშე საწარმო ვერ შეძლებს ბაზარზე პროდუქციის მიწოდებას. დროთა განმავლობაში წარმოება გაფართოვდება და წელიწადში გამოვა 500 ათასამდე ელექტრომობილი, 12 ათასი ადგილობრივი მაცხოვრებელი მიიღებს სამსახურს. ბერლინის მიდამოებში კომპანია ასევე აწარმოებს 4680 ტიპის ბატარეებს, რომლებითაც აღჭურვილი იქნება ადგილობრივად აწყობილი Model Y კროსოვერები. ევროპაში მხოლოდ ამ ობიექტზე აწყობილი Tesla Model Y ელექტრომობილების გაყიდვა მოხდება. ამერიკაში წარმოებული მანქანების პარალელურად ჩინეთში აწყობილი Tesla Model 3-ის მიწოდება უკვე დაიწყო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.