Jump to content

მოსაზრება: ციფრული იუანი გახდება ერთ-ერთი უდიდესი რისკი კრიპტოვალუტებისთვის


Recommended Posts

image.jpeg

ბაზრის სპეციალისტი ფილიპ გილესპი იძლევა გაფრთხილებას, რომ ჩინეთის განზრახვა - გამოუშვას ციფრული იუანი, კარგს არაფერს უქადის Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მომავალს. 

კომპანია B2C2 Japan-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვების შემდეგ ქვეყანამ შესაძლოა შეზღუდოს კრიპტოვალუტების სფერო: 

”როდესაც ციფრული იუანი გამოვა, ეს იქნება კრიპტოვალუტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი.” 

გილესპი ფიქრობს, რომ ახალმა მარეგულირებელმა ზომებმა შეიძლება შეაჩეროს ლიკვიდურობის უზარმაზარი რაოდენობა ჩინეთის ბაზრიდან, რადგანაც რეგიონში მაღალია Tether-ის (USDT) აკრძალვის ალბათობა. ტოკენის იუანში კონვერტაცია ჩინეთში უკვე აკრძალულია, თუმცა Bitcoin-ითა და სხვა ციფრული ვალუტებით ვაჭრობის დროებით გადაწყვეტილებად მოქალაქეები იყენებენ დოლარზე მიბმულ Stablecoin Tether-ს. 

გილესპი მიიჩნევს, რომ თუკი ჩინეთი USDT-ის გამოყენებას აკრძალავს, შესაძლოა მოხდეს ლიკვიდურობის მასიური შოკი: 

„ვფიქრობ, დაიწყება პანიკური მასიური გაყიდვები“. 

თუმცა კომპანიის ტექნიკური დირექტორი პაოლო ადროინო არ მიიჩნევს CBDC-ს Stablecoin-ებისთვის საფრთხედ: 

Tether-ის წარმატებამ აჩვენა, როგო შეიძლება იმუშაოს CBDC-მ. ამას გარდა, CBDC ხელმისაწვდომი არ იქნება Ethereum-ის ან Bitcoin-ის საჯარო ბლოკჩეინებზე. ეს სექტორი დარჩება კერძო სახით გამოცემულ Stablecoin-ებს“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.