Jump to content

რკალისებრი მონიტორი MSI Optix MAG272CQP ფლობს AMD FreeSync Premium-ისა და Night Vision-ის მხარდაჭერას


Recommended Posts

კომპანია MSI-მ წარადგინა მონიტორი Optix MAG272CQP გეიმინგ დონის დესკტოპ სისტემებისთვის: გამოყენებულია 27-დუიმიანი რკალისებრი ფორმის VA მატრიცა 1500R სიმრუდის რადიუსით. ამგვარი დიზაინი, როგორც აღინიშნება, უზრუნველყოფს უკეთეს შთაბეჭდილებებს ვირტუალურ სივრცეში მოქმედებისას. 

image.jpeg 

მონიტორი WQHD ფორმატს შეესაბამება: გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს. სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 კდ/2, კონტრასტი - 3000:1, დინამიური კონტრასტი - 100 000 000:1. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. 

პანელის რეაქციის დრო 1 მილიწამია (MPRT), კადრის განახლების სიხშირე - 165 ჰერცი. AMD FreeSync Premium ტექნოლოგია ხელს უწყობს გეიმინგ პროცესის დინამიურობასა და სინქრონულობას, აღმოიფხვრება კადრების დამახინჯება. 

image.jpeg 

ვირტუალურ სივრცეში კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მიიღწევა სისტემა Night Vision-ის მეშვეობით, რომელიც აუმჯობესებს გამოსახულების მუქი სივრცეების ხილვადობას. ხანგრძლივი მუშაობისას თვალებზე დატვირთვას ამცირებს ფუნქციები Anti-Flicker და Less Blue Light. 

image.jpeg 

მონიტორზე მოცემულია შემდეგი ინტერფეისები: DP 1.2, ორი HDMI 2.0, USB 3.2. Gen1, USB Type- პორტი და სტანდარტული აუდიოკონექტორი. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ეკრანის დახრის კუთხე და სიმაღლე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.