Jump to content

JPMorgan ინვესტორებს ურჩევს თავიანთი პორტფელის 1% Bitcoin-ისთვის გამოყონ


Recommended Posts

image.jpeg

JPMorgan Chase & Co. თვლის, რომ ინვესტორებმა Bitcoin-ი უნდა გამოიყენონ თავიანთი პორტფელის დივერსიფიკაციისთვის. 

ცოტა ხნის წინ სტრატეგებმა მოახდინეს კრიპტოვალუტის პოზიციონირება, როგორც მეთოდისა -  ტრადიციული კლასის აქტივების (აქციები, ობლიგაციები და ნედლეული) მნიშვნელოვანი არასტაბილურობისგან დაზღვევისთვის. იმის ნაცვლად, რომ დიდი ფსონები დაედოთ Bitcoin-ზე, მათ რეკომენდაცია გაუწიეს შედარებით მცირე განაწილებას, რაც დიდ გავლენას არ მოახდენს პორტფელზე, თუნდაც ფასი მნიშვნელოვნად დაეცეს. 

„რამდენიმე აქტივის მქონე პორტფელში ინვესტორებს შეუძლიათ 1% გამოყონ კრიპტოვალუტისთვის, რათა მიაღწიონ ეფექტურობის ამაღლებას პორტფელის მთლიან რისკზე მორგებულ მოგებაში”, - აღნიშნეს სტრატეგებმა. 

კრიპტოვალუტები შეიძლება იყოს არასტაბილური, მაგრამ ისინი არ კორელირებენ სხვა აქტივებთან და შეუძლიათ კარგი ჰეჯირების უზრუნველყოფა. ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა ეკონომისტებმა, რობერტო პერლიმ და ბენსონ დარემმა Cornerstone Macro LLC-დან გამოთვლების შედეგად აღმოაჩინეს, რომ აქციების პორტფელის არასტაბილურობა შეიძლება შემცირდეს ციფრული აქტივების გარკვეული რაოდენობის დამატებით. 

„ბირჟის ფონდების, კერძო ფონდებისა და მსხვილი საჯარო კორპორაციების სახით წარმოდგენილი მომხმარებლების მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის გამო, რომლებიც თავიანთი რეზერვების ნაწილს Bitcoin-ში დებენ, მიწოდება მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას” -  განაცხადა Amber Group-ის პარტნიორმა ანაბელ ჰუანგმა. 

Ark Investment Management-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ ყველა კორპორაცია თავისი კაპიტალის 10%-ს ჩადებს Bitcoin-ში, აქტივის ფასი 200 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. თუმცა JPMorgan-მა აღნიშნა, რომ ციფრულ მონეტებს სასარგებლო გამოყენების საზღვრები აქვთ: 

„კრიპტოვალუტები - ეს არის ინვესტირების და არა დაფინანსების საშუალება. ასე რომ, თუ გსურთ მაკრო-მოვლენის ჰეჯირება კრიპტოვალუტის მეშვეობი, ამის ნაცვლად ჩვენ გირჩევთ ჰეჯირებას ფინანსირების ისეთი ვალუტებით, როგორებიცაა იენი ან აშშ დოლარი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.