Magdalena Posted February 27, 2021 Posted February 27, 2021 პორტატული კონსოლების მწარმოებელ კომპანია Nintendo-ს მიერ შექმნილი მოწყობილობები, მართალია, არ წარმოადგენს რამე განსაკუთრებულ პროგრესს, თუმცა მათ კომპანიისთვის დიდი შემოსავალი მოაქვთ და პოპულარობით სარგებლობენ მსოფლიოში, ამასთან, Switch-ზე არ არსებობს თამაშები თანამედროვე გრაფიკით. Sony დაინტერესებულია შექმნას პორტატული კონსოლი PlayStation 5 თამაშების, 5G მობილური კავშირისა და Wi-Fi-ს მხარდაჭერით. მიიჩნევა, რომ კონსოლზე თამაში განხორციელდება ქლაუდ-სერვის PlayStation Now-ს წყალობით, რომლის მეშვეობით გაეშვება თამაშები, გრაფიკის ხარისხი და კადრების სიხშირე კი პირდაპირ დამოკიდებული იქნება მომხმარებლის კავშირის სიჩქარეზე. გამომცემლობა T3 ამტკიცებს, რომ კომპანია უკვე დაკავებულია Nintendo Switch-ის ანალოგიური კონსოლის შექმნით, რათა კონკურენცია გაუწიოს მას. იმის გათვალისწინებით, რომ Sony-ს განკარგულებაშია უამრავი თამაში, ეს მცდელობა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს. Sony-ს ბოლო პორტატული მოდელი იყო PlayStation Vita, რომელიც 2012 წელს გამოვიდა, 5 წლის განმავლობაში გაიყიდა 15 მილიონი კონსოლი და გაჯეტის მხარდაჭერა გაგრძელდა 2019 წლამდე. http://bit.ly/2MtClug Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.