Magdalena Posted February 26, 2021 Share Posted February 26, 2021 Bitcoin-ის კურსის ვარდნის ფონზე ბევრს შეეცვალა განწყობა აქტივის მიმართ, თუმცა MicroStrategy-ის გენერალური დირექტორი მაიკლ სეილორი ოპტიმისტურად განწყობილი რჩება და პროგნოზირებს Bitcoin-ის, როგორც დაგროვების საშუალების, მასობრივ გამოყენებას. CNBC- სთან ინტერვიუში სეილორმა გამოხატა მოლოდინი, რომ საბოლოოდ 7-8 მილიარდ ადამიანს სმარტფონებში ექნება "ციფრული ოქროს ზოდი", რომელსაც ისინი დანაზოგის სახით გამოიყენებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში Twitter-ზე კრიპტოვალუტების სეგმენტში გარკვეული ნეგატიური განწყობები ვრცელდებოდა Bitcoin-თან დაკავშირებით, რისი მიზეზიც იყო მისი ფასის კლების ტენდენცია. გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა ბევრ პრობლემას ქმნის. იგი Bitcoin-ს მიიჩნევს უკიდურესად სპეკულაციურ აქტივად, თავად კრიპტოვალუტა მისი აზრით ძალზე არაეფექტურია ტრანზაქციების განსახორციელებლად. გარდა ამისა, ბილ გეითსმა აღნიშნა, რომ მას ნამდვილად არ სჯერა Bitcoin-ის ფასის ზრდის, ასევე აშფოთებს კურსის არასტაბილურობა და შეუქცევადი ანონიმური ტრანზაქციები. სეილორის თქმით ხალხმა არ იცის, რომ Bitcoin-ი თანასწორუფლებიანი, პროგრესული ტექნოლოგიაა. მან აღნიშნა, რომ აქტივმა 12 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი აშშ დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწია, რაც აჭარბებს რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანიის კაპიტალიზაციას, რომელთა მიღწევასაც უფრო დიდი დრო დასჭირდა. მისი აზრით, მსოფლიოს სჭირდება Bitcoin-ი და ელოდება, რომ ხუთი წლის განმავლობაში მილიარდი ადამიანი შეინახავს აქტივს დაზოგვის საშუალების სახით თავიანთ სმარტფონებში: „ისინი მოისურვებენ გამოიყენონ ისეთი რამ, როგორიცაა Bitcoin-ი. ამჟამად იგი არის დომინანტი ციფრული ვალუტის ქსელი“. http://bit.ly/2ZHusEo Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 26, 2021 Share Posted February 26, 2021 მაგრამ ეხლა მაგრათ ჩააყვინთინეს 57000$ დაბუსტივს შემდეგ და სხვა კოინებიც ცუდ დღეში არიან, ალბათ აჩერედნოი დიდი კორექციის დრო დადგა და დახურდავება მიდის და კურსის აწევ-დაწევები ბოლო რამდენიმე დღეა, მაგის შემდეგ შეიძლება ისევ დააგაზინონ + მარტში ყოველთვის უჭირდა ისტორიულათ ბიტკოინს, წინა წელსაც ძალიან სკრომნათ უბერავდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.