Jump to content

მაინინგის გავლენა GPU-ის დეგრადაციაზე - ახალი RTX 2080Ti და 2080Ti - წელიწადნახევრიანი მაინინგის შემდეგ


Recommended Posts

image.jpeg

უკვე დიდი ხანია გეიმერებს შორის მიმდინარეობს დავა აქტიური და ხანგრძლივი მაინინგის შემდეგ გამოყენებული ვიდეო დაფების ყიდვის მიზანშეწონილობის შესახებ. მრავალი ფაქტორი საუბრობს ასეთი შესყიდვის წინააღმდეგ, რომელთაგან მთავარია გრაფიკული ადაპტერისა და მისი ძირითადი კომპონენტების - კვების ქვესისტემის, მეხსიერების ჩიპებისა და თავად GPU-ის ზოგადი დაზიანება. 

თუკი VRM-ისა და VRAM-ის დაზიანების დადგენა საკმაოდ რთულია, გრაფიკული ჩიპის დეგრადაციის ხარისხი შესაძლებელია გამოვლინდეს გეიმინგ წარმადობის ბანალური ტესტებითა და იმავე ახალი მოდელის შედეგებთან შედარებით. რესურს Testing Games-ის ავტორებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ როგორ წარმოაჩენს თავს თამაშებში RTX 2080Ti დაფა, რომელიც მანამდე წელიწადნახევარი კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის გამოიყენებოდა. სატესტო სტენდზე მოცემული იყო Intel i9 10900K პროცესორი, MSI MPG Z490 GAMING PLUS დედა დაფა და 32Gb RAM DDR4 3600Mhz სიხშირით. თამაშები გაეშვა 2160p გაფართოებაზე მაღალი გრაფიკული პარამეტრებით. 

თამაში 

RTX 2080Ti (ახალი) 

RTX 2080Ti (მაინინგის შემდეგ) 

Red dead redemption 2 

53 FPS 

49 FPS 

Cyberpunk 2077 

50 FPS 

46 FPS 

Mafia Definitive edition 

52 FPS 

47 FPS 

Horizon Zero Dawn 

53 FPS 

48 FPS 

Battlefield V 

71 FPS 

65 FPS 

Forza Horizon 4 

105 FPS 

94 FPS 

Kingdom Come Deliverance 

45 FPS 

42 FPS 

Assassins's Creed Valhala 

49 FPS 

44 FPS 

 

შედეგები იმედისმომტანი არ არის: ისინი, ვინც მაინერების გამოყენებულ დაფებს ყიდულობენ, კარგავენ თამაშებში წარმადობის 7-12%-ს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტესტში გამოყენებული იყო ვიდეო დაფა მაინინგში არც ისე გრძელვადიანი ექსპლუატაციით, ზოგი გეიმერი კი ყიდულობს GPU-ს მაინინგის 4-5 წლიანი პროცესის  შემდეგაც კი, შედეგად კიდევ უფრო შემცირებულია დაფის გეიმინგ-შესაძლებლობები. ამ ფაქტორის გათვალისწინება ყოველთვის საჭიროა, როდესაც მომხმარებელი ცდილობს დაზოგოს თახა გეიმინგ კომპიუტერის აწყობისას. 

 

Link to comment
Share on other sites

გათვლა 3-5 წელიწადზე სამუშაოდაა გაკეთებული და არცაა გასაკვირი, იგივე სიტუაციაა სხვა ელ. ტექნიკაში, ასევე ავტოწარმოებაში

არ აწყობს მწარმოებელს გამოუშვას პროდუქტი რომელიც 20 წელი არ გაფუჭდება, მისთვის უმჯობესია საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ მალევე მოეღოს ბოლო, რათა მომხმარებელი ახალის საყიდლად მივიდეს :D 

Link to comment
Share on other sites

აქ  ბუსტის დაცემაშია საქმე რაც პოვერ ლიმიტის  ოდნავ  მომატებით მოგვარდება 

+ გააჩნია რაზე ამაინინგებდნენ და რა პირობებში, თავის დროზე ჩემი 1070-ის რიგები ეთერზე სოლოში 55 გრადუსით მუშაობდნენ ყოველგვარი ვოლტაჟის მომატების გარეშე და მეეჭვება რო მსგავსი დეგრადაცია მომხდარიყო იმ კარტებზე, მეეჭვება რა, არ მომხდარა და ეგაა, ასეთი შედარების ტესტები არ ჩამიტარებია, მარა 2 წლიანი მაინინგის შენდეგ ისევ ძველებურად იბუსტებოდნენ  და შესაბამისად არც წარმადობა დაიკარგებოდა

აქ ასევე კონკრეტული ბარათის კომპონენტების ხარისხიც უნდა გავითვალისწინოთ

Link to comment
Share on other sites

ისე ეგ კარტები თავიდანვე კოჭლები გამოუშვეს და მხოლოდ მაგათზე დაყრდნობით რაიმეს მტკიცება არ იქნება სწორი + გასარკვევია რამდენად მოაწესრიგეს გაგრილება(თერმოპასტა/ბალიშები) ტესტის გატარების წინ, თუ 2 წლის მოუვლელი მაინერიდან მოხსნილ კარტას პირდაპირ მიაყენებ სატესტოდ, რა გასაკვირია სრული პოტენციალი არ დაგიდოს :D 

Link to comment
Share on other sites

10 minutes ago, Gogla1990 said:

ისე ეგ კარტები თავიდანვე კოჭლები გამოუშვეს და მხოლოდ მაგათზე დაყრდნობით რაიმეს მტკიცება არ იქნება სწორი + გასარკვევია რამდენად მოაწესრიგეს გაგრილება(თერმოპასტა/ბალიშები) ტესტის გატარების წინ, თუ 2 წლის მოუვლელი მაინერიდან მოხსნილ კარტას პირდაპირ მიაყენებ სატესტოდ, რა გასაკვირია სრული პოტენციალი არ დაგიდოს :D 

ედხლა კარგად შევხედე ვიდეოს და ტემპერატურები ნახე რა დღეშია, ნამანინგარს გადებული აქ ბაირამ დუდუკში, ან ფანებს აქვს დარხეული ან მთლიანად, იმენნა გაფუჭებული კარტა აურჩევია სატესტოდ და მისცემდა სხვაობას

+ ეგეც მართალია რო კოჭლი სერიაა უხარისხო

Link to comment
Share on other sites

ვიდეოს ლინკი ვერც შევამჩნიე :D 

კი, ეგ ამბავია, გაგრილება არ მოაწესრიგეს და ისე დატესტეს, შედეგად მაღალი ტემპერატურა და დაბალი ბუსტ სიხშირე

Link to comment
Share on other sites


ჩემთან ვაბშე სასაცილო ტემპებია იმის შემდეგ რაც დავტვიკე ვოლტაჟი, დაჟე 43 გრადუსიც კი იყო ცივ დღეებში ღამით 1080, 1080tI 50 არაფერი ახურებს ჯერ არც ფანი, და ტემპებიც ძალზე დაბალია, tdp 70% ვამუშავები მე სულ ყველა კარტას და ერთ-ერთი ასნავნოი სისტემაზეც მაქვს, დავტესტე კიდეც, არაფერი არ ჭირს საერთოდ, მე დაჟე 49მჰ/სეკ აწევაც მენანება 1080tI, მაგას კი tdp 80% მაინც უნდა უკვე რაც დაგის გენერაცია შეცვალეს ეთერეუმზე 2020 წლის გაზაფხულზე მგონი, მანამდე ამ სეტინგებზეც 48მჰ/სეკ ქონდა, თან საინტერესო ისაა რომ ეგ დაცემა არ შეეხო 1080 საერთოდ, ხო მოკვდება, მოკვდეს მე ჩემი უკვე ამოვაღებინე ფაქტიურათ ორმაგათ (2018 წლის მაისიდან მაქვს გაშვებული მაინინგი) , მეტი რა უნდა მოსთხოვო, მუშაობს და იმუშავოს სადამდეც გაძლებს, ნელ-ნელა ავიღებ ახლებს როცა გამოჩნდება არა 200-300% ნაცენკით, 30-35% მეტს რაც ჯდება ოფიციალურათ ეხლა შტატებში მაგაზე მეტს მე არ მივცემ მაგ ახალ კარტებში, ისე 20-25$ დებდა ბოლო 2-3 კვირის მაინძილზე დღეში ძირითადათ, უბრალოთ არ უნდა მოტყუვდე და დაახურდავო იაფათ, ადრე თუ გვიან კურსი ისევ ბრუნდება მაღალ მაჩვენებლებზე თუ დააგდეს დროებით, აი 1-1.5 თვეში ერთხელ დახურდავება ეხლანდელი ტრენდით კარგი სროკი გამოდის საკმაოთ თუ უფრო ხშირ-ხშირათ გჭირდება ფულის გამოტანა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.